შტატ ნიუ–იორკის ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის შესახებ. ახალი კანონმდებლობით, რომელსაც ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ მოაწერა ხელი, 17 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება კანონით აიკრძალება და 17-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს და მშობლებს ექნება.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების ასაკი ნიუ-იორკში 18 წელს შეადგენდა, თუმცა 14 წლის ახალგაზრდებს შეეძლოთ დაქორწინებულიყვნენ სასამართლოს და მშობლების თანხმობის საფუძველზე.
ჯანმრთელობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2000-დან 2010 წლამდე, 18 წლამდე ასაკის 3853 პირი დაქორწინდა შტატში. უმეტეს შემთხვევაში ეს არასრულწლოვანი გოგონები იყვნენ, რომლებიც ცოლად ზრდასრულ კაცებს გაყვნენ.
აშშ–ი კი, ამ პერიოდში 50– დან 38 შტატში სულ 170,000 არასრულწლოვანი დაქორწინდა.