მადრიდის საზოგადოებრივ ტრანსპორტში კაცებს აეკრძალათ ზედმეტად
გაშლილი ფეხებით ჯდომა. ქალაქის მუნიციპალიტეტის განცხადებით, მეტროში, ავტობუსებსა
და მატარებლებში გამოჩნდება ნიშნები, რომლებიც მგზავრებს აკრძალვის შესახებ
შეახსენებს.
ახალი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ იმ პოზაში ჯდომა, რომელიც
სხვას დისკომფორტს უქმნის - იკრძალება. "ის მგზავრებს შეახსენებს მოქალაქის პირადი
სივრცის პატივისცემის შესახებ", - წერს მადრიდის მუნიციპალიტეტი.
Anuncios anti manspreading en el metro de NYC. Es algo muy real esto, no nos lo hemos inventado nosotras. pic.twitter.com/06zb3JmTeq
გადაწყვეტილება ვებგვერდ Change.org-ზე გამოქვეყნებული პეტიციის
შემდეგ მიიღეს. "უპატივცემულო ჯდომის მანერად ვასახელებთ კაცების ქცევას, როდესაც
საზოგადოებრივ ტრანსპორტში საკმარისზე მეტ ადგილს იკავებენ თავისი ფართოდ გაშლილი
ფეხებით", - წერია პეტიციაში.
2015 წელს, ტერმინი manspreading, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში,
კაცების ფართოდ გაშლილი ფეხებით ჯდომას ნიშნავს, ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში
დაამატეს.