Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალი = კაცს.. ან თანასწორობა შვედურად

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-05-30

ერთ-ერთმა შვედურმა პროფკავშირმა ცოტა ხნის წინ აამოქმედა "ცხელი ხაზი" მათთვის, ვისაც განუცდია მენსპლეინინგი (mansplaining). ეს სიტყვა, რომელიც ჟურნალისტმა რებეკა სოლნიტმა გამოიგონა, აღწერს მოვლენას რომლის წინაშე ალბათ ყველა ქალი დგება იმ დროს როცა მიაღწევს  წარმატებას. კაცი აუცილებლად მიუთითებს მას, რომ მისი დახმარების გარეშე, ქალს არაფერი შეუძლია.

 

სოციალურ ქსელებში მენსპლეინინგის ასობით მაგალითები გვხვდება.  მენსპლენინგია როცა მაგალითად უნივერსიტეტის პროფესორს კეთილისმსურველი ურჩევს Twitter–ში ისწავლოს Java.  ან როცა კაცები უხსნიან ქალ ფემინისტებს, თუ როგორები უნდა იყვნენ ნამდვილი ფემინისტები და ა.შ.

 

მენსპლეინინგი არის ერთ–ერთი იმ პრობლემათაგანი, რომელიც დღეს შვედეთში გენდერული თანასწორობის მისაღწევად აუცილებლად უნდა გადაიჭრას. 

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული ინდექსის მიხედვით შვედეთი ბოლო 7 წლის განმავლობაში მეოთხე ადგილს იკავებს. დირექტორთა საბჭოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე 32% ქალია, პარლამენტში კი ქალების რაოდენობა 44% შეადგენს.

ქვეყანაში არ არსებობს სავალდებულო კვოტები და ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. 2005 წელს ქვეყანაში შეიქმნა პატარა, მაგრამ პოპულარული ფემინისტური პარტია, რომლის წევრი 2014 წელს პირველად ისტორიაში გახდა  ევროპის პარლამენტის დეპუტატი.

 

სწორება თანასწორობაზე

 

შვედეთსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ ქალებსა და მამაკაცებს თანაბრად შეუძლიათ მოამზადონ საკვები, გაფრინდნენ კოსმოსში, მართონ ქვეყანა, იმუშაონ შახტებში, წერონ წიგნები და ა.შ.

 

 

გამარჯვებული ფემინიზმის ქვეყანა

 

შვედი მინისტრები, რომელთა შორის ნახევარზე მეტი ქალია თავად აცხადებენ, რომ მსოფლიოში პირველი ფემინისტური მთავრობის წევრები არიან.

 

ქვეყანაში ყოველი მესამე მაცხოვრებელი თვლის თავს ფემინისტად, მათ შორის 17% კაცები არიან. Ipsos კვლევის მიხედვით ქვეყანაში გენდერულ თანასწორობას მხარს უჭერს მოსახლეობის 68%. YouGov გამოკითხვის თანახმად, შვედეთი არის ყველაზე პროგრესული ქვეყანა ამ კუთხით 27 ქვეყანას შორის და ასწრებს თავის მეზობელ ქვეყნებს სკანდინავიაში, დიდ ბრიტანეთს და აშშ–ს.

 

შვედეთში გენდერულ თანასწორობამ დაიპყრო არა მხოლოდ პოლიტიკა, არამედ კულტურაც. ასე 2013 წლიდან კინოთეატრებმა შემოიღეს ფილმების შეფასება, იმის მიხედვით თუ როგორ აისახება მათში ქალები. ამ იდეას მხარი დაუჭირა კინემატოგრაფიის ეროვნულმა ინსტიტუტმა. ყველაზე მაღალი ქულა ენიჭება ფილმებს რომლებიც გაივლიან ე.წ. ბედელის ტესტს. ფილმში უნდა იყოს მინიმუმ ორი ქალი პერსონაჟი, რომელიც ერთმანეთს ესაუბრებიან სხვადასხვა თემებზე და არა მამაკაცებზე.

 

ყოველდღიური ფემინიზმია ისიც, რომ შემოღებულია გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელი  hen, რომელიც სულ უფრო მეტად გამოიყენება ნაცვლად "ქალი" და "კაცი"–სა. ის შვედურ ენაში 1960 წელს გამოჩნდა, მაგრამ ლექსიკონი საბოლოოდ 2015 წელს შევიდა.

 

რა თქმა უნდა, გენდერული თანასწორობა ეს არის არა მხოლოდ ტექსტები ან ფილმები. მაგალითად, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება შვედეთში 480 დღეს შეადგენს და ის არის გაყოფილი ორივე მშობლის შორის  მათი მოთხოვნით - ეს იყო არნახული ინოვაცია 1974 წლისთვის. 90–90 დღე მკაცრად ფიქსირებულია თითოეულ მშობლისთვის, თუ ეს დღეები არარის გამოყენებული მამის ან დედის მიერ, ისინი უქმდება.

 

2016 წელს, შვედეთში მამებმა გამოიყენეს 27% საერთო დეკრეტული შვებულებების დრო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს წყვილების 15% იყოფს დეკრეტულ შვებულებას, 2035 წელს ეს მონაცემები 50% მიაღწევს. შვედეთში "ძიძა-ქაცებს", lattepappa „ლატე მამა“–ს უწოდებენ, რადგან ახალგაზრდა მამები დეკრეტული შვებულების დროს ასეირნებენ შვილებს სხვა მამებთან ერთად და ხშირად ერთად ყავას მიირთმევენ.

 

 

შრომის ბაზარზე ოფიციალური გენდერულ კვოტები არ არის, მაგრამ ბევრმა ორგანიზაციამ გაიაზრა, რომ მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება როგორც დირექტორთა ასევე მმართველობის ყველა დონეზე. მათთვის, ვინც ჯერ ვერ უმკლავდება ამ პრობლემის მოგვარებას არსებობს სპეციალური პროგრამები, როგორიცაა Equalisters, რომელის ეხმარება მსურველებს იპოვოს პროფესიონალები ყველა სფეროში. 

 

 

კიდევ ერთი კარგი მაგალითი გენდერული პოლიტიკის შვედეთში - პროსტიტუციასთან ბრძოლის ე.წ. შვედური მოდელია. 1999 წლიდან, ქვეყანაში უკანონოდ ითვლება სექსუალური მომსახურეობის ყიდვა. პროსტიტუცია ითვლება შრომითი ექსპლუატაციის და გენდერული ძალადობის ფორმათ. ამ მოდელის შესაბამისად კლიენტი დამნაშავედ ითვლება. 2014 წელს, შვედების 72%–მა  მხარი დაუჭირა ამ მიდგომას და დღეს ოფიციალური მონაცემებით, ქუჩის პროსტიტუცია შვედეთში განახევრდა, კაცები, რომლებიც სექსუალურ მომსახურეობას ყიდულობენ 8% შეადგენს.

 

შვედეთში ჯერ კიდევ არსებობს უთანასწორობა შრომით ანაზღაურებაში კაც და ქალს შორის.

 

შრომის ბაზარი შვედეთში მაინც სეგრეგირებულია: ქალები მუშაობენ ძირითადად საჯარო სექტორში და ხშირად ნახევარ განაკვეთზე. გარდა ამისა, ქალებს, რომლებიც მუშაობენ იმავე საათების განმავლობაში, როგორც კაცები, უწევთ დამატებით ბავშვის მოვლა, ოჯახური საქმეების ქეთება და ასე შემდეგ. ასე რომ სამუშაო დღეებში, ქალები მაინც საშუალოდ ერთი საათიდ უფრო მეტს მუშაობს უფასოდ, ვიდრე კაცები.

 

2014 წელს, შვედეთის მთავრობამ დაავალა კომისიას, რომელსაც სესილი შელინ–სეიდეგერდი ხელმძღვანელობდა გაერკვია, თუ რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში და რა პრობლემების წინაშე დგას გენდერული თანასწორობის კუთხით.

 

კომისიის ოფიციალური დასკვნა იყო – დროა, რომ შვედეთის მთავრობამ (მთელი ქვეყნის მასშტაბით), ისევე გენდერული თანასწორობის „ლიდერობის მაისური გადაიცვას“, რადგან გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია.

 

 

 

წყარო 

ტეგები: ფემინისტური მთავრობა შვედეთი გენდერული თანასწორობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker