Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი გადასცა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-05-19

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ქ. ნიქოზიაში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატანი-დრაგონის სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი გადასცა.

 

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა. სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2017 წლის მაისში მიიღო.

 

კონვენცია მიზნად ისახავს მოახდინოს პრევენცია და დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, ასევე ხელი შეუწყოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას.

 

კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებები შევიდა საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.

 

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნა მოყვანილი კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან.

 

 

საქართველოს მხრიდან აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანა ევროპის საბჭოს იმ ღირებულებების დაცვას, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია. 

 

კონვენცია მიზნად ისახავს მოახდინოს პრევენცია და დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, ასევე ხელი შეუწყოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას. კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებები შევიდა საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.

 

საქართველო გახდა 23-ე ქვეყანა, რომელმაც ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას განსაზღვრავს და მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს. მათ შორისაა ოჯახში ძალადობაც, რომელიც არაპროპორციულად დიდი მასშტაბით ეხება ქალებს.

 

კონვენციის მხარეები ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულთა დაცვის ვალდებულებას იღებენ. სხვა გზებთან ერთად, ამისათვის შესაძლებელია დაუყოვნებლივი საფრთხის შემთხვევაში პოლიციისათვის დამნაშავის თავის სახლიდან გაყვანის უფლებამოსილების მინიჭება, ადვილად ხელმისაწვდომი თავშესაფრებისა და კრიზისის რეფერალური ცენტრების შესაბამისი რაოდენობით მოწყობა და 24/7 საგანგებო ცხელი ხაზების უზრუნველყოფა.

წყარო 

ტეგები: საქართველო კონვენცია რატიფიცირება ქალთა მიმართ ძალადობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker