Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ლგბტ ადამიანების უფლებების მხრივ საქართველო 33-ე ადგილზეა ევროპის 49 ქვეყნებს შორის

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-05-18

17 მაისს ჰომოფობიის და ტრასფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღისთან დაკავშირებით  ლესბოსელებისა და გეების საერთაშორისო ასოციაციის (ILGA) ევროპის ფილიალმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ასახავს ლგბტ ადამიანების უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას  49 ევროპის ქვეყნებში. მათ შორის მოხვდა საქართველო, რომელიც თავისი მაჩვენებლით  33-ე ადგილზეა.

 

კვლევაში ქვეყნები ფასდება კრიტერიუმების ფართო სპექტრის მიხედვით, კერძოდ: თანასწორობა, ოჯახური ურთიერთობები, სიძულვილის ენა, გენდერული იდენტობის საკანონმდებლო აღიარება და ა.შ.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები  იღებდნენ ინფორმაციას დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის შესახებ ლგბტ პირების მიმართ. საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას სექსუალური უმცირესობებისადმი, გამოხატავს ბოლო დროინდელი კვლევებიც.

 

ლესბოსელებისა და გეების საერთაშორისო ასოციაციის რეკომენდაციით საქართველომ უნდა წამოიწყოს  ახალი პოლიტიკა ლგბტ პირებზე ძალადობის წინააღმდეგ, მისცეს სექსუალურ უმცირესობებს შეკრების თავისუფლება და შექმნას სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის რომ მოხდეს სქესის დაკანონება.

 

ILGA–ს შეფასებით ყველაზე კარგათ ლგბტ საზოგადოების დაცვას უზრუნველყოფს მალტა (88.4%), ყველაზე ცუდათ კი აზერბაიჯანი (4,7%), რუსეთი (6,4%) და სომხეთი (7.2%). სიის ბოლოსაა ასევე ბელორუსი და მოლდოვა (13%). უკრაინა იკავებს 36-ე ადგილს (19%). მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, შედარებით უკეთესი შედეგი პოსტ საბჭოთა სივრცეში ამ მხრივ საქართველოს აქვს (25,8%).

 

 

ტეგები: ILGA კვლევა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker