Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

ამერიკის ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს

Категория: События 
2017-05-05

აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც ამ ორი რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მხარდაჭერაზეა მიმართული.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მიიღო.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გუშინ, მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან ერთად, სპეცსამსახურების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო აქტიც დაამტკიცა. დოკუმენტს უახლოეს დღეებში აშშ-ის სენატი დაამტკიცებს, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს.

აშშ-ს ბიუჯეტში რამდენიმე თავი რუსეთს ეხება.

დოკუმენტის ერთ-ერთი დებულება, აშშ-ის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის შემცირების ზომებსა და აშშ-ში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის აღკვეთას ითვალისწინებს. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაავალეს ახალი წესების შემუშავება, რომლის თანახმად, რუს დიპლომატებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს წინასწარ მოუწევთ გადაადგილების თაობაზე აშშ-ის მთავრობის ინფორმირება.

დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია სპეციალური უწყებათაშორისი კომიტეტის შექმნა, რომლის ამოცანა იქნება, რუსეთის ან სხვა უცხო ქვეყნის საიდუმლო გავლენისთვის დაპირისპირება. აღნიშნულ კომიტეტში შევლენ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის, გამოძიების ფედერალური ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსური და ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლები.

დოკუმენტში ჩამოთვლილია რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის ისეთი ფორმები, როგორიც არის: მანიპულაციები მედიაში, დეზინფორმაციის გავრცელება, გავლენის აგენტების დაფინანსება, პროვოკაციები, ადამიანის უფლებათა დარღვევა, კორუფცია, პლიტიკური ოპონენტების მკვლელობა და ტერაქტები.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების თავში ნათქვამია, რომ პენტაგონის ბიუჯეტის თანხები არ შეიძლება დახარჯული იყოს რაიმე ქმედებაზე, რაც ხელს უწყობს რუსთის მხრიდან ყირიმის ანექსიის მხარდაჭერას. ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს კონტროლი განახორციელოს, რათა ამერიკულმა კომპანიებმა არ განახორციელონ ქმედებები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევენ.


Источник 

Тэги: აშშ საქართველო ოკუპირებული ტერიტორიები

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker