Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პირველად ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიაში ისწავლის იუნკერი გოგონა საქართველოდან

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-04-18

23 წლის ჯილდა წურწუმია პირველი ქართველი იუნკერი გოგოა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ქალაქ სენდჰარსტში მდებარე სამეფო სამხედრო აკადემიაში ისწავლის. მასზე არჩევანი ბრიტანელმა სამხედროებმა შეაჩერეს, რაც ჯილდასთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო. ქალისთვის იშვიათ პროფესიაზე და ამ სფეროში არსებულ პერსპექტივებზე ახალგაზრდა სამხედროს პირადად ვესაუბრეთ.

 

რამ განაპირობა შენი პროფესიული არჩევანი და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხის მიმართ მეგობრებსა და ახლობლებს?

 

ჩემი პროფესიული არჩევნის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მშობლებს მიუძღვით. პირველი და უმთავრესი არის მამა ჯამბულ წურწუმია, რომელიც ასევე სამხედრო იყო და 1993 წელს დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ის დღემდე სამაგალითოა ჩემთვის, თუმცა მხოლოდ ეს არ იქნებოდა საკმარისი, რომ არა დედის მიერ ჩანერგილი პრინციპები და ღირებულებები. დედისთვის რთული იყო ჩემი არჩევანი, მაგრამ ვერ შევძელი გულხელდაკრეფილი ჯდომა, როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, გინდა სწორედ იქ იყო სადაც მას ყველაზე მეტად უჭირს. რაც შეეხება ახლობლების დამოკიდებულებას, უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრებისგან დიდი მხარდაჭერა მქონდა, ისევე როგორც ოჯახისგან, თითქმის არავის გაკვირვებია ჩემი გადაწყვეტილება, თუმცა სწავლის დასაწყისში ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ჩემს კარიერულ მომავალს, ახლა კი ამას ნაკლებად ვგრძნობ.

 

რამდენად რთული იყო განვლილი ოთხი წელი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში?

 

აკადემიაში სწავლა ნამდვილად რთული იყო, რადგან ჩემი კურსი იყო 4 წლიანი საოფიცრო კურსის მეორე მიღება, ხოლო გოგონების თვალსაზრისით პირველი პრეცენდენტი, შესაბამისად სირთულე თავს იჩენდა იმ ასპექტებში, როგორც ახლად შექმნილ სისტემას ჩვევია. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები სულ რაღაც 23 წლისაა და ასეთ მოკლე ვადაში, მითუმეტეს 90-იანი წლების კრიზისის შემდეგ სამხედრო უმაღლესი სასწავლებლის შექმნა რთულია. ჩვენ სწავლის პერიოდში სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდებოდა, ასე ვთქვათ პირველი მერცხლები ვიყავით და შესაბამისად იყო სირთულეები, თუმცა როდესაც გააზრებული გაქვს საკუთარი საქმიანობა, იცი რისთვისაც იღებ მსხვერპლს, ეს სირთულეს აღარ წარმოადგენს და განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მით უმეტეს როდესაც გაქვს პატივი ატარო იუნკერის წოდება.

 

როგორია სწავლის სპეციფიკა აკადემიაში?

 

აკდემიას გააჩნია თავისი სპეციფიკური სტრუქტურა რითაც განსხვავდება სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან, კონკრეტულად კი ჩვენ გვაქვს სასწავლო ბატალიონი, რომელიც თავის მხრივ შედგება 4 საბაკალავრო კურსისგან, და სწორედ ეს კურსი განსაზღვრავს თანამდებობას. უმცროსკურსელი ემორჩილება უფროსკურსელს, მარტივად რომ ვთქვა უფროსკურსელებს უკავიათ გარკვეული თანამდებობები, რაც განისაზღვრება იუნკერის რეიტინგით. უმაღლესი თანამდებობა არის იუნკერ ბატალიონის მეთაური. 4 წლის მანძილზე ვიყავი ოცმეთაური, ასმეთაური და ბატალიონის მეთაურის მოადგილე. არცერთ სხვა იუნკერ გოგოს ჯერ ეს თანამდებობები არ დაუკავებია. აღნიშნულ პოზიციებზე არ დაუნიშნავთ ბიჭების უმრავლესობასაც, რადგან თანამდებობა იცვლება წელიწადში მხოლოდ ერთხელ და შესაბამისად ყველას არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ დაინიშნოს სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

როგორ მოხვდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიაში?

 

ჩვენი აკადემიის კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ მსოფლიოს წამყვან სამხედრო სასწავლებლებში. ერთ-ერთი ასეთი სასწავლებელია სწორედ ინგლისში ქ. სენდჰარსტში მდებარე სამეფო სამხედრო აკადემია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრები სწავლობენ. საქართველოდან კურსანტს არჩევს თავად ინგლისი, ამჯერად სამხედრო ატაშემ აკადემიიდან წარდგენილი სამი ოფიცრიდან არჩევანი ჩემზე შეაჩერა, რასაც არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. ამ სასწავლებელში საქართველოდან დაახლოებით 10 ადამიანია წასული და მე ვარ პირველი გოგო ვინც მიდის. როგორც გავიგე ადრეც ყოფილა შემოთავაზება, თუმცა კანდიდატურა ვერ მოიძებნა. სტატისტიკურად ამ სასწავლებელში ყოველწლიურად დაახლოებით 20%-ია მდედრობითი სქესის, თუმცა უცხოელი გოგო მაინც იშვიათი შემთხვევაა.

 

როგორი მოლოდინებით მიემგზავრები დიდ ბრიტანეთში და რას გვეტყვი სამომავლო გეგმებზე?

 

ვიცი, რომ ძალიან რთული, თუმცა საინტერესო ერთი წელი მელის წინ. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო შენი ქვეყნის სახე, მითუმეტეს სამხედრო კუთხით. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს საერთოდ ჩვენს სტრუქტურაში რთულია წინასწარ საუბარი რადგან არაპროგნოზირებადია, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, მე ყოველთვის იქ ვიქნები სადაც ჩემს სამშობლოს დასჭირდება.

 

 

წყარო 

ტეგები: ჯილდა წურწუმია იუნკერი სამეფო სამხედრო აკადემია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2017

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის საზეიმო ღონისძიება

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

საფრანგეთის ახალი მინისტრთა კაბინეტის ნახევარი ქალები არიან

პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

კონგოში, კობალტის საბადოებში ოთხი წლის ბავშვები მუშაობენ

ირლანდიაში სექსის სანაცვლოდ ფულის გადახდა აიკრძალა

ეშტონ კუჩერი ტრეფიკინგის თემაზე სენატში მოხსენებით გამოვიდა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker