Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდთან დაკავშირებით

Категория: ВПЛ Грузии 
2017-03-30

2017 წლის 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი შედგა.

გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

ორივე სამუშაო ჯგუფში შედგა არსებითი დისკუსია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს 9 აპრილის ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების 30 მარტს დაგეგმილი ხელმოწერა, რაც შეფასებულ იქნა, როგორც რეგიონის ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი. განხილულ იქნა ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებითი კომპლექსების შეტანა აფხაზეთის რეგიონში, ინტენსიური მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც სრულად ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.  

ინტენსიური განხილვა შედგა ძალის არგამოყენების საკითხთან დაკავშირებით. გაგრძელდა მუშაობა უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების პრინციპზე რუსეთის ფედერაციასთან შესათანხმებლად, რამაც უნდა უზრუნველყოს ძალის არგამოყენება ადგილზე.
 
მონაწილეებმა საქართველოდან დეტალურად ისაუბრეს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. განხილვის საგანს წარმოადგენდა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რაც შუაზე ყოფს ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრებასა და ოჯახებს. ხაზი გაესვა პრაგმატული გზების გამონახვის აუცილებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისათვის.

მონაწილეებმა საქართველოდან ისაუბრეს უკანონო დაკავებების მიუღებლობაზე, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას. 

ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზე განათლების მნიშვნელობას და აღინიშნა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ეკოლოგიურ გამოწვევებზე ერთობლივი ძალისხმევა და ისაუბრეს შემდგომი ნაბიჯების მიზანშეწონილობაზე.

აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა და ვითარების გამოსწორებისთვის გზების დასახვის აუცილებლობა.

მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის არსებითი განხილვის აუცილებლობას. ამ თემაზე საუბრისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი, რითაც კიდევ ერთხელ გამოავლინეს მოლაპარაკებების პროცესის მიმართ თავიანთი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 20-21 ივნისს.

 

Источник 

Тэги: ოკუპირებული რეგიონები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Канцлером Австрии впервые станет женщина

Испания избрала самый гендерно-сбалансированный Парламент в Европе

Мэром Чикаго впервые стала чернокожая женщина

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

Монахинь ордена матери Терезы в Индии заподозрили в торговле детьми

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker