Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2017

კატეგორია: განცხადებები 
2017-03-24

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს “ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტი (Foundation Open Society Institute).

 

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ურთიერთკავშირსა და დამოკიდებულებაზე ქალთა გაძლიერების საკითხებთან, ამ საკითხების მიმართ პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას, აგრეთვე, სექსუალურ უფლებებზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების გაძლიერებას და დაცვას.

 

ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს: სექსუალობა/თვითგამოხატვა, სექსი და სიამოვნება, „სარისკო ქცევები“, ქალთა გაძლიერება-ინფორმირებული არჩევანი და შესაბამისი გადაწყვეტილების განხორციელების შესაძლებლობა ზეწოლისა და ძალადობისგან თავისუფალი, ხარისხიანი ცხოვრების მიმართებაში,  სხვადასხვა არსებული მანკიერი პრაქტიკები, რომელიც  გავლენას ახდენს ქალის სასიცოცხლო ციკლზე და მათი თავიდან არიდების ან მომხდარის შემსუბუქების შესაძლებლობები.

 

ინტერვენციები შეიძლება მოიცავდეს მაგრამ არ შემოიფარგლოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებების ჩარჩოთი:

 

·ქალთა და გოგონათა ხელმისაწვდომობის გაზრდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის   სერვისებზე (უსაფრთხო აბორტი, კონტრაცეპტივები, სექსუალური განათლება, სექსუალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა);

·ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული  უფლებების დარღვევის შემთხვევების და დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება;

·მონიტორინგი, ადვოკატირება და ლობირება ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სექსუალური უფლებების დასაცავად;

·ქალთა იმ ჯგუფების რეპროდუქციული/სექსუალური უფლებების დაცვა, რომლებიც დისკრიმინაციის რამდენიმე ფორმას განიცდიან(მარგინალიზებული ქალთა ჯგუფები, წამალდამოკიდებული ქალები, აივპოზიტიური ქალები, სექს მუშაკები და სხვ.);

·აკადემიური კვლევები ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სექსუალურ უფლებებზე.

 

მიდგომა /ღირებულება

 

უპირატესობა მიენიჭება განაცხადებს, რომელიც დაეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

 

·ხაზს გაუსვამს ცნობიერების ამაღლებას ქალის სექსუალურ თავისუფლებაზე და თვითგამოხატვაზე და სექსუალურ სიამოვნებაზე ჰეტერონორმატიული ჩარჩოს მიღმა;

·განახორციელებს ადვოკატირებასა და ლობირებას ქალთა და გოგონათა გაძლიერებითა და მათი უშუალო ლიდერობით;

·ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკაციის კამპანიებში მოახდენს მშობლების, მეურვეების, სექსუალური პარტნიორების ჩართვას, როგორც ერთერთ მთავარ დაინტერესებულ მხარეს;

·საგრანტო კონკურსის მიზნებს დააკავშირებს ორგანიზაციის გრძელვადიან სტრატეგიასთან;

 

საგრანტო კონკურსში “ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული  ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
 

· ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;

· ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც
   ხელმძღვანელობენ ქალები;

· ქალთა ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა;

· ქალთა ორგანიზაციებს დედაქალაქიდან და საქართველოს რაიონებიდან, ასევე
  რეგიონულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს,რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული და საქართველოში ოპერირებენ.

 

 

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს.

 

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 7000 ევროს. პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს14 თვეს.

 

ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 2017 წლის 27 მარტიდან 14 აპრილამდე (გარდა 7 აპრილისა), ყოველ სამშაბათს და პარასკევს15:00 -17:00 სთ.

 

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულადაც) წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 16 აპრილი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2017 წლის აპრილის ბოლოს.

 

იხილეთ სააპლიკაციო და ბიუჯეტის ფორმები.

 

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:

 

სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,

მე-4 სადარბაზო, I სართული,

ბინა#74, 0177,თბილისი
 ტელ./ფაქსი:2399998
ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

 

გისურვებთ წარმატებებს!


წყარო 

ტეგები: ქალთა ფონდი საქართველოში საგრანტო კონკურსი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

გენდერული კვოტირების შესახებ ახალ კანონპროექტს 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

მარნეულში მეორბისთვის პირველად 2 ქალი კანდიდატი იბრძოლებს

თამარ ჩუგოშვილმა გენდერული კვოტირების კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა

თბილიში რესპუბლიკელების წარდგენილი კანდიდატებიდან ქალი 40%ია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

დიდ ბრიტანეთში უკრაინელების მონად გაყიდვას აპირებდნენ

ადამიანის ვაჭრობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker