Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

ახალციხეში დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა

Категория: Интересное 
2017-03-23

ახალციხეში, სამკურნალო – დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.


დიაგნოსტიკურ ცენტრში გინეკოლოგი, მამოლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, დერმატოლოგი და პედიატრი იმუშავებს.

ცენტრში შესაძლებელი იქნება: ქალთა კონსულტაცია, ექოსკოპია (ვაგინალური კარდიოექოსკოპია), მამოგრაფია, კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის მოწვა), დენსიტრომეტრია (ამ გამოკვლევით შესაძლებელია ოსტეოპოროზის ადრეულ სტადიაში გამოვლენა) და დოპლეროგრაფია ქვედა კიდურების ვენებისა და არტერიების გამოკვლევა).

ცენტრი ახალციხეში, დემოკრატ ქალთა საზოგადობის ბაზაზე გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ.

დიაგნოსტიკური ცენტრი „ვიტა მედი“ იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდა და ახალი აპარატურით აღიჭურვა.

„საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების რისკი დიდია, ამიტომ ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გახსნისას ტოშიო კაიტანმა.

სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელის მარინა მოდებაძის განმარტებით, დიაგნოსტიკური ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ქალებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, გამოკვლევების ნაწილი უფასო იქნება 40 წელს ზემოთ ასაკის ქალებისთვისაც.

„ჩვენ უკვე ჩავერთეთ სხვადსხვა სადაზღვევო პროგრამაში და ამ ფორმითაც გავუწევთ კონსულტაციებს“, – განაცხადა მარინა მოდებაძემ.

ცენტრი ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, N109–ში მდებარეობს. ცენტრი კვირის გარდა ყოველდღე, 10:00–დან 17:00 საათამდე იმუშავებს. მსურველებს შეუძლიათ წინასწარ ჩაწერა – ტელ.: 22 13 87; 571 22 25 10.

 

 

Источник 

Тэги: ახალციხე დიაგნოსტიკური ცენტრი

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Канцлером Австрии впервые станет женщина

Испания избрала самый гендерно-сбалансированный Парламент в Европе

Мэром Чикаго впервые стала чернокожая женщина

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

Монахинь ордена матери Терезы в Индии заподозрили в торговле детьми

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker