Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სოფელი კაბალი: განათლების კუთხით არსებული გამოწვევები - იქ სადაც მომავალს "მამები" წყვეტენ

სოფო დათიშვილი
კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-03-21

კაბალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. 2015 წლიდან სოფელში მუშაობს საზოგადეობრივი ცენტრი, რომელიც მოსახლეობას სხვადასხვა სერვისებს ადგილზე, რაიონულ ცენტრში წასვლის გარეშე სთავაზობს, როგორიცაა ქონების რეგისტრაცია, დაბადების მოწმობის გაცემა და სხვა. ცენტრი ასევე  ითავსებს სატრენინგო და საგანმანათლებლო სივრცის ფუნქციებსაც ადგილობრივებისთვის.

 

ამჯერად სოფელში ქალთა საინფორმაციო ცენტრი ჩავიდა, რომელმაც კაბალის საზოგადოებრივ ცენტრში გენდერული როლებისა და სტერეოტიპების შესახებ სასაუბროდ იქ ადგილობრივი სკოლის მასწავლებლები და დამამთავრებელი კლასის მოსწვალეები შეკრიბა. კონტინგენტი სპეციალურად იქნა შერჩეული და როგორც აღმოჩნდა ასეთი მიდგომა უფრო შედეგზე ორიენტირებულია.  სოფელში სადაც ისევ მწვავედ დგას ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები, ცვლილებების მომხდენად მომავალ თაობას უფრო მოიაზრებენ.

 

ნინო ხუციშვილი კაბალის პირველ საჯარო სკოლაში ქართული ენის დამხმარე პედაგოგად 2 წლის წინ თელავიდან ჩავიდა. ამ დროის განმავლობაში ახლოს გაეცნო თემში არსებულ პრობლემებს. ის განმარტავს, რომ სიახლეებთან ადაპტაცია ახალგაზრდა თაობას უფრო შეუძლია.

 

მისი თქმით კაბალის თემში მთავარი პრობლემა მოსახლეობის დაბალი გათვითცნობიერებულობაა სხვადასხვა საკითხებში. მთელ რიგ პრობლემებთან პირისპირ აღმოჩენისას მათ არ აქვთ  გამკლავების მექანიზმები. ეს კი პირველ რიგში ქალებს ეხებათ. ნინო ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს მეტი სიახლისა და ინფორმაციის მიტანა შეუძლიათ უფროსებამდე, მითუმეტეს რომ დღეს კაბალში უფროსი თაობის ნაწილმა ქართული ენაც არ იცის.

 

საერთო ჯამში კი პედაგოგი პროგრესულ ტენდენციებს ხედავს თემში. „ბოლო ხანებში არც ისე ხშირია გოგონების მიერ სწავლის შეწყვეტის ფაქტები“ - ამბობს ნინო ხუციშვილი. „სკოლას ყველა ბერკეტი აქვს ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად. საჭირო ნაბიჯების გადადგმა იწყება მაშინვე, როცა კონკრეტულ მოსწავლესთან დაკავშირებით ეჭვის დონეზე არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება მან სწავლა აღარ გააგრძელოს. ჩვენ მაშინვე ვიყენებთ დახმარების მექანიზმებს“- აცხადებს ის, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ პედაგოგების, განსაკუთრებით აზერბაიჯანელი მასწავლებლების დაინტერესება ტრენინგებით და ახალი ინფორმაციის მიღებით ნაადრევი ქორწინებისა და სხვა საკითხების შესახებ, ყოველთვის დაბალია.

 

ერთადერთი საშუალება თემში ახალგაზრდა გოგონების წასახალისებლად, პედაგოგის აზრით მათთან პირისპირ საუბარია, სამომავლო პროფესიებზე სწავლის მნიშვნელობასა და შედეგებზე. ნინო ხუციშვილი გოგონებს ხშირად პროფესიულ სასწავლებლებთან თავადაც აკავშირებს.

 

სოფელში უმაღლესი განათლება ბიჭებშიც და გოგოებშიც მაინც არაა ხშირი. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწავლის მაღალი გადასახადია, ასევე ის ფაქტი, რომ სასწავლებლები თბილისში მდებარეობს, ადგილობრივები კი ტრადიციებს მიყვებიან და ურჩევნიათ შინ დარჩნენ და მეურნეობაში ჩაერთონ, ვიდრე დედაქალაქში სასწავლებლად წავიდნენ.

 

გოგონების შემთხვევაში კი უმაღლესი განათლების მიღების საკითხიც კიდევ უფრო იშვიათად დგება. „მათ არ შეუძლიათ სხვა პროფესიების შერჩევა. ალბათ იმიტომ რომ ეხლა ვდგამთ ნაბიჯებს, საიმისოდ რომ უმაღლესი განათლებსიკენ ვისწრაფოდეთ“ - ამბობს ნინო ხუციშვილი.  კერძო საუბარში კი კაბალის მოსახლეობა ადასტურებს, რომ გოგონებს სწავლის შეწყვეტა ძირითადად ქორწინების გამო უხდებათ. ასევე ოჯახებს ეშინიათ, რომ გოგონები სკოლაში ბიჭებთან გართობას დაიწყებენ, ამის გამო საშუალო განათლებას ბოლომდე არ აღებინებენ და შედეგად ზოგ დამამთავრებელ კლასში მხოლდო ერთი გოგო ზის.

 

 

სოფელ კაბალში არასამთავრობო ორგანიზაციების სტუმრობა იშვიათი არ არის. თემში აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც და ჩართულია ისეთ პრობლემებში, როგორიცაა საკუთრების უფლებები, ოჯახში ძალადობა და ასე შემდეგ. თუმცა მოსახლეობა მაინც კარჩაკეტილია. კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრისას კი ირკვევა, რომ ჯერ კიდევ მკაცრად პატრიარქალურ გარემოში, ქალებს საკუთრებაზე უფლება ზოგჯერ იმის გამოც ჩამოერთმევათ ხოლმე, თუ მათ შეზღუდული შესაძლებლობების შვილი უჩნდებათ და  ოჯახის უფროსი (ხშირად მამამთილი) მას მემკვიდრედ არ მოიაზრებს.

 

მიუხედავად ამისა, არსებობს წარმატებული ქეისებიც. სოფელში მაინც ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების სხვადასხვა ფორმით რეალიზებას. ქალები ხსნიან სამკერვალოებს. სოფელ კაბალიდან ერთი ასეთი პროექტი სახელმწიფოს მიერ წამოწყებული საგრანტო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებულიც კი გახდა. ტენდენცია კი ისეთია, რომ პროფესიულად რეალიზებული ქალები  კაბალში ცდილობენ კარგი განათლება უკვე  თავის შვილებსაც მისცენ  და უკეთ შეასწავლონ ქართულიც. „მთავარია ვინმემ მოინდომოს“ - ამბობს ნინო ხუციშვი.

 

 

ფოტოს ავტორი: მარიამ ნიკურაძე Chai Khana

ტეგები: კაბალი ქალთა საინფორმაციო ცენტრი გოგონები განათლება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

გენდერული კვოტირების შესახებ ახალ კანონპროექტს 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

დორის ლოითჰარდი– შვეიცარიის პრეზიდენტი ქალი

24 ქალი და 36 კაცი - ევროპულმა საქართველომ თბილისში კანდიდატების სია გამოაქვეყნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საარჩევნო სია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

დიდ ბრიტანეთში უკრაინელების მონად გაყიდვას აპირებდნენ

ადამიანის ვაჭრობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker