Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

სეზამის ქუჩა სტიგმას აუტიზმის მქონე ახალი პერსონაჟით ამარცხებს

Category: It`s interesting to know 
2017-03-21

გაიცანით ჯულია - ლეგენდარული ამერიკული საგანმანათლებლო საბავშვო სატელევიზიო სერიალი "სეზამის ქუჩის" პირველი პერსონაჟი, რომელსაც აუტიზმი აქვს.

 

"მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი საკმაოდ ხშირია, საზოგადოებას მაინც არ ესმის აუტიზმის რაობა. ამის გამო ხშირად ვაწყდებით დისკრიმინაციას, სიტყვიერ შეირაცხყოფას, ხანდახან ფიზიკურ ძალადობასაც კი. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვები ხუთჯერ უფრო მეტად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი", - ვკითხულობთ "სეზამის ქუჩის" განცხადებაში, - "ახალი პერსონაჟის საშუალებით შევძლებთ ხაზი გავუსვათ ბავშვებს შორის მსგავსებას და არა განსხვავებას".

 

პერსონაჟის შექმნაზე მუშაობდნენ არა მხოლოდ სცენარისტები, არამედ  ფსიქოლოგები, სკოლის პედაგოგები და იმ ოჯახის წევრები, რომლებსაც აუტისტი ბავშვები ყავთ.

 

 

 

 

"სეზამის ქუჩა" ამერიკული საგანმანათლებლო სატელევიზიო სერიალია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. სერიალი 1969 წლიდან არსებობს და 2009 წლის მონაცემებით მას 140 ქვეყანაში უყურებდნენ.


პროექტი უნიკალურია. როდესაც ბავშვები შენიშნავენ, რომ მათი თანატოლი ტაშს უკრავს, ან სიტუაციაზე განსხვავებული რეაქცია აქვთ, მათ ცნობიერებაში იქნება ცოდნა, თუ როგორ მოიქცნენ მათთან ამ დროს. ამაში კი "სეზამის ქუჩა" და ჯულია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.


"ყოველი 68 ბავშვიდან 1 აუტისტია. მათ მიმართ ბულინგი 5-ჯერ მეტად ხორციელდება, ვიდრე ყველა სხვა ბავშვის მიმართ. ჩვენი მიზანია აუტისტი ბავშვები სიხარულით იყვნენ მიღებული ბავშვების სოციალურ წრეში" - ამბობს აშშ-ში სოციალური გავლენების მკვლევარი ჟანეტ ბეტანკორტი.


ჯულიას დებიუტი სერიალში 2017 წლის აპრილში შედგება.  თოჯინები ელმო და ები კადები ბავშვებს გააცნობენ ჯულიას . ჯულიას როლს კი შეასრულებს სტეისი გორდონი, რომლის ზრუნვის ქვეშ აუტისტი ბავშვია.

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker