იტალიის საფეხბურთო ისტორიაში პირველად ნაკრების მწვრთნელი ქალი გახდება. ამ ქვეყნის 16-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს ყოფილი ფეხბურთელი, 42 წლის პატრიცია პანიკო გაწრთვნის.
იტალიის 16-წლამდელთა ნაკრებს აქამდე დანიელე ძორატო ხელმძღვანელობდა და მის სამწვრთნელო შტაბში პანიკოც იყო.
პატრიცია პანიკოს დანიშვნამ გამოიწვია დიდი ვნებათა ღელვა იტალიურ ფეხბურთში. თვითონ პატრიცია თვლის, რომ ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა არის დიდი მიღწევა. თუმცა, ყოფილი ფეხბურთელი აღიარებს, რომ მან ბევრი სტერეოტიპები უნდა დაამსხვრიოს ამ სფეროში.
„გახდე იტალიის ნაკრების პირველი ქალი მწვრთნელი, ეს დიდი მიღწევაა. იმედი მაქვს, ეს ბევრი ქალისთვის მაგალითი იქნება. ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი „კედელი“ უნდა დავამსხვრიოთ ამ გზაზე ", - განაცხადა პატრიცია პანიკომ.
პანიკოს, როგორც ფეხბურთელს, იტალიის ნაკრებში გამართულ 196 მატჩში 107 გოლი აქვს გატანილი.