Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ანჯელინა ჯოლიმ ქალების როლზე კონფლიქტურ სიტუაციებში ლექცია წაიკითხა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-03-15

ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკის (LSE) სკოლის ახალ სამაგისტრო პროგრამაზე: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება მიწვეული ლექტორია. ეს არის პირველი გლობალური კურსი, რომელიც 2017 წელს ლონდონის ეკონომიკის სკოლამ დაიწყო. გასულ წელს, სამაგისტრო პროგრამა ანჯელინა ჯოლიმ ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მდივანთან უილიამ ჰეიგთან ერთად გახსნა.

 

 

მსახიობმა, მოწვეული პროფესორის რანგში ისაუბრა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, აქცენტი გააკეთა ქალების როლზე კონფლიქტურ სიტუაციებში. პირველ ლექციაზე, ჯოლიმ ასევე ისაუბრა თავის გამოცდილებაზე, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩმა და უპასუხა აუდიტორიის კითხვებს. "მე ცოტათი ვნერვიულობდი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ", - განაცხადა მან ლექციის შემდეგ.

 

 

2016 წლის მაისში ჯოლი მიწვეული იყო ლონდონის ეკონომიკის (LSE) სკოლაში ლექციების წასაკითხად. მან შეიმუშავა ლექციების კურსი, რომელიც ქალების როლზე კონფლიქტურ სიტუაციებში და ქალებზე ომის გავლენას ეხება. პროგრამის მიხედვით, ლექციების დროს მსახიობი გენდერული თანასწორობის, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა რაოდენობის ზრდის,  მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს შეეხება.

 

 

ჯოლისა და უილიამ ჰეიგის თანაშრომლობა 2012 წელს სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიით დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა მოძალადეების მართლმსაჯულების სისტემისთვის გადაცემის შემთხვევების გაზრდასა და ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭრას. 2014 წელს ამ საკითხს პირველი მასშტაბური კონფერენციაც მიეძღვნა. ჰეიგის თქმით, LSE-ს ახალი სამაგისტრო კურსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრის საქმეში.

 

წყარო 

ტეგები: ლონდონის ეკონომიკის სკოლა ანჯელინა ჯოლი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

დაიცავით თქვენი სიცოცხლე - ჩაიტარეთ სკრინინგი!

კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეხუთე დაჯილდოება

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

საკოორდინაციო შეხვედრა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის შესახებ

ქუთაისის ვიცე-მერი ქალი გახდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

უუფლებო დასაქმებულები ქსელურ მარკეტებში

ბავშვთა კიბერსექსუალური ტრეფიკინგი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში

სტამბულში მყიდველებმა Zara-ს ტანსაცმელში საჩივრები იპოვეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker