კატეგორია: ეს საინტერესოა  2017-02-16
საქართველოს ლატარიის კომპანიის რიგით მე-17 ჯეკპოტის გამარჯვებული თინათინ გიორგობიანი გახდა. მან გათამაშებაში 1 380 345 ლარი მოიგო, რომელიც გუშინ, სასტუმრო თბილისი მერიოტში საზეიმოდ გადაეცა.
თინათინ გიორგობიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია , კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე.
ახალბედა მილიონერის თქმით, ფულის აღებისთანავე, დაქალებთან ერთად სამოგზაუროდ იტალიაში გაემგზავრება და რომს მოინახულებს.
ასევე , თინათინ გიორგობიანი გეგმავს, რომ მოგებული თანხიდან თავის რამდენიმე სტუდენტს მაგისტრატურაზე სწავლას დაუფინანსებს. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
|