Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სიკვდილის წინ დაწერილი შეტყობინებები ალეპოდან - რა ხდება ამ წუთებში ქალაქში

სოფო დათიშვილი
კატეგორია: მოვლენები 
2016-12-14

ამჟამად სირიის ქალაქ ალეპოში  ცეცხლის დროებითი შეწყვეტაა გამოცხადებული (თურქეთის მედიაციის შედეგად), რომლის დროსაც დაჭრილები და ასადის ოპოზიციის ნაწილი ჰუმანიტარული კორიდორით უნდა გაიყვანონ ომის ზონიდან, თუმცა ამ დრომდე ქალაქი არავის დაუტივებია, რასაც მონიტორინგის მისიები ადასტურებენ. გაერომ უკვე უწოდა მომხდარს მასობრივი ხოცვა.

 

ასადის არმიის იერიშებს ქალაქში ათობით  ქალი და ბავშვი ემსხვერპლა. წამებისა და გაუპატიურების შიშით 20მდე ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვითარება განსაკუთრებით ორშაბათის შემდეგ გაუარესდა. ჟურნალისტები და რიგითი სირიელები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მშიდობიან მოსახლეობას ქუჩებში კლავენ. 

 

 

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედვაად ქალაქში რამდენჯერმე გაისმა დაბომბვის ხმა. ასადის რეჟმის მხარდამჭერი რუსეთი კი ბოლო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დასავლეთ ალეპოს მთლიანად ქვეყნის არმია აკონტროლებს.

 

 

სირიელი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ტვიტერზე თავის უკანასკნელ მიმართვებს ტვირთავენ, სადაც მსოფლიოს დახმარებისკენ მოუწოდებენ. არცერთი მათგანი დარწმუნებული არაა, რომ ეს მათი ბოლო შეტყობინება არ იქნება.  მათ შორის არის 7 წლის გოგონა, ბანა ალაბედი რომელიც ოჯახთან ერთად, დასავლეთ ალეპოში იმალება და დედის დახმარებით ბოლო ინფორმაციას სოციალური ქსელით აწვდის მსოფლიოს. 


 

 

 

CNN-მა ცოტა ხნის წინ  გაავრცელა ინტერვიუ სირიელ ექიმ ხამზა ალ-ხათიბთან, რომელიც ალეპოში მუშაობს.  ის ყვება რომ  ასადის არმიამ ბოლო 48 საათის განმავლობაში რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ოჯახებიდან ბავშვები დახოცა.  მისი თქმით, ქუჩაში გასვლისას, საფრთხე იმდენად დიდია, რომ მოსახლეობა გვამებს ვერ მარხავს.

 

პარალელურად სირიის საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭომაც იმსჯელა, სადაც შეერთებული შტატების მუდმივმა წარმოამდგენელმა სამანტა პაუერმა პასუხისმგებლობა მკვლელობებზე, ასადის რეჟიმსა და რუსეთს დააკისრა. ამ უკანასკნელმა, გაეროს რეზოლუცია 7 დღიანი ზავის დაწესების შესახებ, ჩინეთთან ერთად გასულ კვირაში ჩააგდო.

 

 

 

ალეპოში მიმდინარე მოვლენებზე ბოლო სიახლეებს ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ ქვემოთ ადევნოთ თვალი.

 

 

ტეგები: სირია ალეპო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker