Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საგრანტო კონკურსი - ახალგაზრდები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

კატეგორია: განცხადებები 
2016-11-14

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად იმართება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

 

 

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით საზოგადოების ინფორმირება ქალთა უფლებების და გენდერული ძალადობის შესახებ, ასევე ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა.

 

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

 

** კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს;


 

** ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეები უნდა განხორციელდეს 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით თბილისში;


 

** პროექტი უნდა უზრუნველყოფს არანაკლებ 5 ახალგაზრდის ჩართულობას;


 

** პროექტის ფარგლებში შესაძლოა შესრულდეს სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა: ფლეშმობი, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმი, ინსტალაცია, აქცია, სპორტული ღონისძიება, ფოტო გამოფენა, ციფრული მედიის პროდუქტი და სხვა.


 

 

** საგრანტო კონკურსით არ დაფინანსდება ეკონომიკური საქმიანობა და პოლიტიკური აქტივობა.


 

** საგრანტო კონკურსით არ დაფინანსდება უკვე განხორციელებული პროექტის იდეა.


 

** გრანტი გაიცემა ფიზიკური პირებისა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებისთვის.


 

** საგრანტო თანხა შეადგენს 200 -დან 2000-მდე ლარს.


 

** პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.

 

განსახილველი საპროექტო წინადადება მიიღება ელექტრონულად 2016 წლის 16 ნოემბრამდე (18:00 სთ). გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შესახებ იხილეთ ბმული http://16dayscwgl.rutgers.edu/

 

 

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: office@ginsc.net

 

დაწვრილებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა შეგიძიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე.

 

შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 32 295 29 34

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker