Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ეშტონ კაჩერის ორგანიზაციამ სექს-ტრეფიკინგის 6,000 მსხვერპლი გადაარჩინა

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2016-11-02

ეშტონ კაჩერი შესაძლოა ცნობილია 70-ზე მეტ ფილმში მონაწილეობისთვის და მისი მშვენიერი მსახიობი ცოლის, მილა კუნისის, გამო, თუმცა, ჰოლივუდური ცხოვრების მიღმა, კაჩერს მრავალი სხვა დამსახურება აქვს.

 

2008 წელს მან და მისმა ყოფილმა ცოლმა დემი მურმა ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია, სახელად Thorn, რომლის მისიაცაა აღმოფხვრას სექს-ტრეფიკინგი და ბავშვების ექსპლუატაცია ინტერნეტში.

 

დაარსებიდან დღემდე, ორგანიზაციამ 6 000 ტრეფიკინგის მსხვერპლი გადაარჩინა და გამოძიებას გადასცა ადამიანისა და ბავშვების სხეულით 2 000-მდე მოვაჭრე. ინფორმაციას ამერიკული ინტერნეტგამოცემა True Ativist ავრცელებს.

 

ამის შესახებ მსახიობმა ABC-ის დღის შოუშიც ილაპარაკა, როდესაც Netflix-ის სერიალის The Ranch-ის ახალ სეზონში თავისი როლის განსახილველად მიიწვიეს:

 

"ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ. პირობას ვდებ, რომ ინტერნეტიდან ბავშვების პორნოგრაფიას გავაქრობთ".

ორგანიზაციის მუშაობაზე საუბრისას კაჩერმა აღნიშნა, რომ კრიმინალები მსხვერპლს ინტერნეტის საშუალებით პოულობენ, ამიტომ The Thorn-ის თანამშრომლები ქმნიან ციფრულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლს დაიცავს.

კაჩერის დაფინანსებული ორგანიზაცია მუშაობს Facebook, Google, Twitter, Yahoo!, Snapchat-სა და Imgur-თან ერთად, რომ მოახდინოს კრიმინალების იდენტიფიცირება და შეაჩეროს ისინი.

"ინოვაციური ტექნოლოგიები ხან კარგი, ხან ცუდი ადამიანების ხელში ხვდება. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება გვსურს, რათა დავიცვათ ბავშვები და სხვა ადამიანები ექსპლუატაციისგან" - აცხადებს Thorn-ის ტექნიკური სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ჯიმ პიტკოუ.

მსახიობის ამბიცია ნამდვილად გამამხნევებელია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის 4,5 მილიონი ადამიანი თავისი ნების წინააღმდეგ სექს-მუშაკად მუშაობს. ამ ბიზნესით მხოლოდ 2014 წელს ატლანტის შტატში სექს-ტრეფიკერებმა 290 მილიონი აშშ დოლარი იშოვეს.

 

 

წყარო 

ტეგები: ეშტონ კაჩერი ტრეფიკინგი ბავშვების ექსპლუატაცია ინტერნეტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker