Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

იემენელ ქალთა სახედ ქცეული 18 წლის ქალი

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2016-10-31

დღეს, 31 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის („ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“) 16 წლისთავია.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზოლუცია მიღებულია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, კონფლიქტები კვლავ გრძელდება და ყველაზე მეტ ზიანს ქალებსა და ბავშვებს აყენებს.

 

 

უკანასკნელი 19 თვის განმავლობაში იემენში მიმდინარეობს სასტიკი სამოქალაქო ომი, რომელმაც ქვეყანა ცენტრალური აღმოსავლეთის ყველაზე ღარიბ და მოშიმშილე ქვეყანად აქცია.

 

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არაერთხელ იძულებით შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, აღმოჩნდა საკვებისა და წყლის გარეშე, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია აქამდე არ ნახული შიმშილობა. 14 მილიონი ადამიანი დარჩენილია საკვებთან ხელმისაწვდომობის გარეშე, წერს როიტერი, გაეროს წარმომადგენლების მიხედვით. ამ კვირაში, როიტერმა გამოაქვეყნა ქალის სურათები, რომელიც იემენში შიმშილის სიმბოლოდ იქცა.

 

 

საიდა აჰმად ბაგილი 18 წლისაა. ის ალ ტარვას საავდმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. გოგონა  სრულიად გამოფიტულია ხანგრძლივი შიმშილისგან. ბაგილი იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ ჭამაც კი აღარ შეუძლია – წერს როიტერი. მისი კვების რაციონი შედგება წვენის, რძისა და წყლისგან, რაც მისი ოჯახის წევრების თქმით სხეული სრულიად დაუძლურების მიზეზი გახდა.

 

 

 

 

 

ბაგილი წარმოშობით ღარიბი სოფლიდანაა (ჰოდეიდა), როემლიც წითელ ზღვასთან ახლოს მდებარეობს და კონტროლდება აჯანყებულების მიერ – წერს iNews. ის ავად ჯერ კიდევ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე გახდა, დაახლოებით 5 წლის წინ - ამბობს მისი დეიდა ალი ბაგილი. “მამამისს არ ჰქონდა მკურნალობის საშუალება, მაგრამ რამდენიმე ქველმოქმედი ადამიანი დაგვეხმარა“, ამბობს ის.18 წლის გოგონას  მკურნალი ექიმების თქმით, ჯანმრთელობის ამგვარი პრობლემა ომითა და სიღარიბით არის გამოწვეული.

 

 

სამშაბათს, ბრიტანულმა ყოველდღიურმა გაზეთმა, გამოცემის ყდაზე გამოაქვეყნა ბაგილის ფოტოები  წარწერით : „მივიწყებულ ომში მილიონობით შიმშილობს“.

წყარო 

ტეგები: იემენი ქალი შიმშილი საიდა აჰმად ბაგილი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker