Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სიყვარულით, პირველ ლედის

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2016-10-18

ამეირკულმა გამოცემა The New York Times-მა ცხელი საპრეზიდენტო კამპანიიდან და სკანდალებიდან, ყურადღება პირველი ლედის, მიშელ ობამას პორტრეტზე გადაიტანა. ქალს რომელიც 8 წლის განმავლობაში თეთრი სახლის დიასახლისი იყო, ერთმანეთისგან განსხვავებული 4 ავტორი უძღვნის წერილს. ესენი არიან:  ნიგერიელი ნოველისტი ქალი ჩიმამანდა ნგოზი ადიჩიე, ამერიკელი ჟურნალისტი, აქტივისტი და ფემინისტი გლორია სტეინემი, Newsweek  და ჟურნალ Time-ს ყოფილი რედაქტორი ჯონ მიჩემი და ამერიკელი მსახიობი და სცენარისტი რაშიდა ჯონსი.

 

„ამბობდა იმას რასაც ფიქრობდა და იღიმოდა მხოლოდ მაშინ როცა ეღიმებოდა. ის არასოდეს განასახიერებდა ამერიკულ იაფფასიან შარჟს - რასაც განრისხებული შავკანიანი ქალის იმიჯი წარმოადგენს“ - ასე ახასიათებს მიშელ ობამას ნიგერიელი ნოველისტი ჩიმამანდა ნგოზი ადიჩიე.

 

გლორია სტეინემი კი, რომელიც მიშელ ობამას დიდი ხანია პირადად იცნობს ყურადღებას ამახვილებს იმაზე რომ პირველმა ლედიმ საკუთარი მეუღლე ხალხის თვალში უფრო „ადამიანური“გახად. ბოლო პერიოდში კი დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის ცხარე საპრეზიდენტო ბატალიაში, მშელ ობამას საჯარო გამოსვლები ყველაზე დიდ მოწონებას იმსახურებდა.

 

ჟურნალისტი ჯონ მიჩემი კი მისი მტკიცე და მიზანდასახული ხასიათის საჩვენებლად იხსენებს მიშელ ობამას დებიუტს თეთრ სახლში, როცა მან დაიწყო ბაღის გაშენება იმ მიწაზე რომელიც არც იცოდა შედეგს გამოიღებდა, თუმცა ეს ძალიან უნდოდა. საერთო ჯამში კი ცნობილი ამერიკელი რედაქტორი და ჟურნალისტი თვლის რომ ობამების წყვილმა თეთრ სახლში ცხოვრების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმატებით გაართვა თავი.

 

მიშელ ობამა ამერიკელი ქალების მისაბაძი მაგალითია მსახიობისა და სცენარისტისთვის რაშიდა ჯონსისთვის, რომელიც მის ამ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას თავსი წერილში. ჯონსი წერს რომ პირველი ლედი 8 წლის განმავლობაში ამერიკელ გოგონებსა და ქალებს აჩვენებდა რომ მათ ფართო არჩევანი აქვთ, შეუძლიათ ჩააბარონ ამერიკის რომელიმე პრესტჟულ კოლეჯში ან გარეპონ, თუ ეს მათ ასე მოსწონთ. ჯონსი დარწმუნებულია რომ 8 ოქტომბრის შემდეგ მიშელ ობამა, თავისი ქმრისგან დამოუკიდებლად, საკუთარ  მემკვიდრეობას დატოვებს ამერიკული საზოგადოებისთვი, რასაც ხშირად გაიხსენებენ.

 

ოთხივე წერილის ავტორი თანხმდება იმაზე რომ ობამების წყვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საპრეზიდენტო წყვილია თეთრი სახლის ისტორიაში და რომ მიშელ ობამამ 8 წლის განმავლობაში ხალხის  გულები დაიპყრო.


წყარო 

ტეგები: პირველი ლედი მიშელ ობამა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker