Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს

Category: Women and Culture 
2016-09-14

23 წლის მარიამ შაქარაშვილი ჩინეთში გამოფენაზე უკვე მეორედ მიიწვიეს. მისი ნახატები ჯერ პეკინში გამოფინეს, ამჯერად, შანხაიდან გამოუგზავნეს მიწვევა.

 

გერმანიის ელჩმა მარიამ შაქარაშვილის ნახატებს საკუთარი რეზიდენციაც კი, დაუთმო. გამოფენის შემდეგ სამი ნამუშევარიც შეიძინა.

 

ნახატებმა საქართველოს თითქმის ყველა გალერიის კედლები მოიარა.

 

მარიამ შაქარაშვილი  აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრატურის ll კურსის სტუდენტია.

 

მეგობრებთან ერთად Art ჯგუფი "ფერადი კაბრიოლეტი" ჩამოაყალიბა და გამოფენებს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მართავენ.

 

ჯგუფის ხელმძღვანელია სამხატვრო აკადემიის რექტორი, ცნობილი მხატვარი, გია გუგუშვილი.

 

"ჩვენს ჯგუფს ჰქონია არაერთი წარმატება, იგულისხმება საზღგარეთ გასვლები და საერთაშორისო პროექტები, ვართ საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულნი. ჩვენი გამოფენები ხშირად იმართება საქართველოს სხვადასხვა გალერეასა და TBC ბანკის გალერეებში, სადაც დაცულია ჩემი რამდენიმე მეგობრის ნამუშევრები." - ამბობს მარიამ შაქარაშვილი.

 

მისი თქმით, არტ ჯგუფის გამოფენა გერმანიის ელჩის საქართველოში, ბეტინა კადენბახის რეზიდენციაში, ორჯერ გაიმართა. სწორედ ბეტინა კადენბახი გახლავთ მარიამ შაქარაშვილის სამი ნამუშევრის მფლობელი.

 

რაც შეეხება ჩინეთს, სოციალური ქსელის, ფეისბუქის საშუალებით მარიამს და ჩემს მეგობარს, ბექა საყვარელიძეს  ჩინეთის Art ბანკის პრეზიდენტი დაუკავშირდა და  ხანგრძლივი თანამშრომლობა შესთავაზა.

 

,,რაც გულისხმობს ჩვენი ნახატების რეალიზებასა და პოპულარიზაციას მთელს ჩინეთში.  ის რეგულარულად მართავს გამოფენებს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის პეკინში, სადაც მონაწილეობას იღებს მსოფლიოს მაშტაბით ბევრი ცნობილი და პოპულარული მხატვარი. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში. ამის შემდეგ ვაპირებთ ოცამდე ნახატის გაგზავნას, რასაც გულისხმობს შეთანხმება. ასევე გამოიცა კატალოგი. გამოფენას დიდი წარმატება და გამოხმაურება მოჰყვა, ეს არის ჩვენი ჩინეთთან კავშირისა და ურთიერთობის სასიამოვნო დასაწყისი და დარწმუნებული ვარ უამრავი სიახლითა და სასიხარულო ამბით გაგრძელდება." - გვეუბნება მარიამ შაქარაშვილი.

 

პ.ს. მასთან ინტერვიუ დასრულებული გვქონდა, როდესაც ჩინეთიდან შეატყობინეს, რომ მიწვეულნი არიან შანხაიში.

 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Women under 35 run Finland as world's youngest leader takes office

Finnish minister Sanna Marin, 34, to become world's youngest PM

Netherlands to force companies to have more women on boards

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker