Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

განათლების შესახებ: II ნაწილი

სოფი ბერია
Category: Exclusive 
2016-09-01

დღეს დღეობით 66 მილიონზე მეტი გოგონასთვის სკოლაში სიარულის ალტერნატივა გათხოვებაა. ამ მხრივ არც მალალა იუსეფზაის ცხოვრება იქნებოდა განსხვავებული, ხმა რომ არ ამოეღო და სწავლის უფლება რომ არ დაეცვა. სწორედ ამის გამო, 13 წლის ასაკში, თალიბანმა მისი მოკვლა სცადა, თუმცა უშედეგოდ. 17 წლისას კი უკვე ნობელის პრემია გადასცეს. „მსურს, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა,“ განაცხადა მალალამ ერთ-ერთი ინტერვიუში. „მოდი, ვიყოთ პირველი თაობა, რომელიც უკანასკნელები ვნახავთ ცარიელ საკლასო ოთახებს, დაკარგულ ბავშვობასა და გაფლანგულ პოტენციალს.“


საქართველოშიც არიან გოგონები, რომლებიც, გათხოვების ან რაიმე მატერიალურზე გადაცვლის მიზნით, სკოლიდან გამოჰყავთ. თითქოს მათ უკეთ უნდა ესმოდეთ ხარისხიანი განათლების ფასი, მაგრამ მაშინ რატომ არ იღებს არც ერთი ხმას? ოჯახში ძალადობის, ექსპლუატაციის, ტრეფიკინგის მსხვერპლიც არა ერთია, მაგრამ რატომ არ ცდილობს არცერთი მათგანი იყოს უკანასკნელი, ვისი უფლებებიც შელახეს?

 

ნუთუ ვერ ვაცნობიერებთ საკუთარი ხმის ძალას?

ნუთუ ველოდებით, როდის მოგვცემენ ხმის ამოღების უფლებას?


თანასწორობა, სხვისი აზრის პატივისცემა, ან სამართლიანობა სკოლაში არ მისწავლია. სამაგიეროდ, მყავდა „ყოვლის მცოდნე“, მკაცრი მასწავლებლები, რომლებიც ავტორიტეტის მოპოვებას ყვირილით, მუქარითა და დაცინვით ცდილობდნენ. ვერ იტანდნენ განსხვავებულ აზრსა და ზედმეტ შეკითხვებს, როგორც, ათწლეულების წინ, მათი მასწავლებლები, საბჭოთა კავშირში. ალბათ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, რამხელა გავლენა აქვს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ჩვენთან ახლოს მყოფი ადამიანების წარსულ გამოცდილებებს, რწმენებსა და ფასეულობებს. მალალას სიმამაცის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი მამამისია; აქტივისტი, რომელმაც იცის ხარისხიანი განათლების ფასი და ყოველთვის ემიჯნებოდა იდეოლოგიას, რომელმაც მის შვილს სწავლა აუკრძალა. სწორედ მან მისცა მაგალითი, საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლა 11 წლის ბავშვს, ჩვენთან კი უკვე მერამდენე თაობას ვასწავლით, რომ სიჩუმე უსაფრთხოებაა.

 

12 ივლისი მალალას დაბადების დღეა. ყოველი ქალის, კაცის, გოგოსა და ბიჭის დღე, ვისაც განათლების მიღება სურს. ვისაც სჯერა, რომ წიგნები და კალმები ყველაზე ძლიერი იარაღია, და ვინც ფიქრობს, რომ ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნსა და ერთ კალამს სამყაროს შეცვლა შეუძლია. რადგან როდესაც ექსტრემისტულ იდეოლოგიას წინ აღუდგა, ამით მალალამ ყველას გვაჩვენა, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ნებართვა არ გვჭირდება.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker