Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მოგონებებში დალექილი მეგობარი

თათია კაკიაშვილი
კატეგორია: ექსკლუზივი 
2016-09-01

ბავშვობაში ზაფხულობით ერთ ლამაზ სოფელში ვისვენებდი ხოლმე. ზაფხულის არდადეგები ჩემთვის ტბასთან, ხევთან, წყაროსთან და წისქვილებთან ასოცირდებოდა. ამ ადგილებს დილიდან დაღამებამდე ჩემს ტოლ გოგო-ბიჭებთან ერთად მოვივლიდი და აგვისტოს ბოლოს მეგობრები იმ იმედით ვემშვიდობებოდით ერთმანეთს, რომ მომავალ წელს ისევ ჩავიდოდი და ისევ ძველებურად სირბილით ავამტვერებდით უბანს.

 

ძნელი იყო განშორება. გამუდმებით მესიზმრებოდნენ ჩემი მეგობრები და სიუჟეტებად წარმოვიდგენდი ხოლმე განვლილ მომენტებს.
წლების განმავლობაში ასე გრძელდებოდა.

 

ერთ ზაფხულს რაღაც შეიცვალა. ყველაფერი თითქოს ისე იყო, როგორც ძველად: ტბაც, ხევიც, წყაროც, წისქვილიც... შეიცვალა რაღაც, ოღონდ შიგნით. თითქოს შეიზღუდა ურთიერთობაც: დასასვენებლად ჩასულს ერთი მეგობარი გათხოვილი დამხვდა, მეორე - ფეხმძიმე, ბიჭები - ჯარში. ორი-სამიღა ვიყავით შემორჩენილები, ამ სამში გოგო მხოლოდ მე ვიყავი.

 

ბევრჯერ ვეკითხებოდი ბიჭებს ძველი სამეგობროს ამბებს: სალომეზე, მარიამზე, ანაზე... სალომე და მარიამი ოჯახს მოეკიდნენ, მათთან ურთიერთობა შევამცირეთ, ორივეს ქმრები მუშაობენ და ჩვენ ხომ არ ვესტუმრებით, ბიჭები ვართ, სოფელი რას იტყვისო?!

 


ანასთან რატომ აღარ ხართ-მეთქი, ჩავაცივდი. კარგა ხანს  არ მეუბნებოდნენ, მეც არ დავუთმე: ასე იცით, მეგობრობა-მეთქი? ეს სიტყვები, ალბათ, ბოლო წვეთი იყო, ყველაფერს მომიყვნენ: თურმე ანას მშობლებს პრობლემები ჰქონდათ, გასცილდნენ და შემდეგ ანას დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. ქმარი რომ სახლში ზის და ცოლი მუშაობს, ეგ ნამუსის ახდააო. ოჯახის შერცხვენააო. შვილების ბედის ანაბარა მიტოვებააო. ქმრის მოურიდებლობააო. ანა როგორ გათხოვდებაო, მისი ოჯახის ამბების შემდეგ ნორმალური კაცი მას ცოლად მოიყვანსო? ამიტომ ვერიდებით ყველაო, ამიტომ აღარ ვურთიერთობთო, არიან თავისთვის, ოჯახს რძალი, ცოლი და დედა გაექცა და ჩვენ რას ვუშველითო?

 

ხმა აღარ ამომიღია. რაღა მეთქვა? 23-24 წლის ბიჭები კი არ ფიქრობდნენ ასე, მათი ენით მეტყველებდა მთელი სოფელი. მათ აზროვნებაში ირეკლებოდა აზრი, რომ ქალის მოვალეობაა, იყოს რძალი, ცოლი და დედა და რომ ქალის უფლება არც განქორწინებაა და მით უფრო არც მუშაობა, თანაც საზღვარგარეთ. ისინი სწირავენ 20 წლის ახალგაზრდა გოგოს იმისთვის, რომ ისიც დედის მსგავსად წავიდეს ჯერ სოფლიდან, მერე რაიონიდან და ბოლოს ქვეყნიდან და ასე შორს დაიმკვიდროს თავი.

 

თითქოს ყველა სტერეოტიპი ერთხმად ჭექდა იმ დღეს: მესიზმრა ანა, მთხოვდა, წყალი დამალევინეო, მე მივდიოდი, მაგრამ რაღაც თუ ვიღაც მიჭერდა, არ მიშვებდა და ანა ნელ-ნელა, კვამლივით უჩინარდებოდა...

 

შარშან ეს სოფელი ინტერნეტიზაციის პროექტში მოხვდა. ამ სოფლიდან დღემდე ბევრი ახალგაზრდა სასურველ უნივერსიტეტში სწავლობს, შემდეგ პროფესიით საქმდება. თითქოს სოფელი ამაყობს კიდეც ამით; თითქოს ეს ინფორმაცია წელს იქ ჩასვლამდე მახარებდა კიდეც, იმედს მაძლევდა, რომ ბარიერი ჩემსა და იქაურ ახალგაზრდობას შორის არ იარსებებდა, ბევრი საერთო გვექნებოდა, მე მათ ვეტყოდი ახალ, საინტერესო ამბებს, ისინი - მე ...

 

მაგრამ ორი მეგობრის სახით მე სოფელი მელაპარაკა და უკან, თბილისში დაბრუნება გადამაწყვეტინა...

ტეგები: სტერეოტიპები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker