Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შენ რა, ქმარი არ გყავს?

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2016-08-16

გუშინ მეგობართან მივდიოდი, ტაქსი გამოვიძახე, ცოტა ხანში მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა, მანქანა მალე იქნება ადგილზეო. რამდენიმე წუთში მძღოლმაც დარეკა, ყურმილში ქალის ხმა გავიგონე, სიმართლე გითხრათ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალ ტაქსის მძღოლს გადავეყარე.

 

ცოტა კი დავიბენი, მაგრამ მალევე მოვედი აზრზე, მადლობა გადავუხადე და სახლიდან გავედი. 15 წუთი მაინც ვიყავით გზაში და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე დასამახსოვრებელი მგზავრობა იყო. მას სამი შვილი და მეუღლე ჰყავს, რომელიც მუშაობს, უბრალოდ, მისი ხელფასი ოჯახს არ ჰყოფნის, ამიტომაც, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, ოჯახს დახმარებოდა და ტაქსისტობა დაიწყო.

 

და რა არის ამაში განსაკუთრებული? ან მე რატომ მეუცხოვა ქალის ხმა? იმიტომ, რომ არ ვართ შეჩვეულები ქალების "კაცის" საქმით დაკავებას, არადა, ევროპის არა ერთ ქვეყანაში ყველაში თუ არა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და იქ მომუშავე ქალებს, არც უპატრონოებად, არც გონებაშეზღუდულებად აღქივამენ.

 

იკითხავთ, აქ ვინ ფიქრობს ასეო? -  არა ერთი. სამწუხაროდ, თავად მძღოლმა მომიყვა მისი რამოდენიმე ისტორია, რამაც ძალიან დამთრგუნა და შემრცხვა იმ საზოგადოების, რომელშიც ვცხოვრობ.

 

რატომ უნდა აგინოს კაცმა ქალს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მძღოლად მუშაობს? როგორც მითხრა, არა ერთხელ ჰქონია მსგავსი შემთხევევა, როდესაც ეუბნებიან: " შენ რა, ქმარი არ გყავს?" "უპატრონო ხარ?" "ეს შენი ოჯახის სირცხვილია" და ა.შ.

 

"არადა, რას ვაშავებ. ვცდილობ ოჯახი შევინახო. ბავშვებს საჭმელი არ მოვაკლო, ვინმეს ხომ არ ვართმევ? ხომ არ ვქურდობ? პატიოსანი შრომით ვშოულობ კაპიკებს. ესენი კი ისე უგულოდ მეტყვიან ხოლმე ასეთ რაღაცებს, მგონია ადამიანობა სულ დაკარგული აქვთ. არადა, რას ვაშავებ? ვაშავებ რამეს"?

 

ყველანაირად ვეცადე დამემშვიდებინა და ვურჩიე სხვისი აზრისთვის ყურადღება არ მიექცია. "თავიდან ვბრაზდებოდი და გული მტკიოდა ახლა უკვე მივეჩვიე, რაც უნდათ ილაპარაკონ",

 

- მიპასუხა და გზა განაგრძო. ისიც კი მითხრა, ქალებისგან რომ არ ველოდი, ერთხელ გამაჩერეს და რომ დამინახეს, - იკივლეს, - შენ როგორ ჩაგიჯდებით მანქანაშიო! - არადა, პატარაობიდან ვმართავ მანქანის და ძალიან კარგადაც ვატარებო. ეჭვი მეპარება აქ მანქანის ტარების ცოდნა-არცოდნაზე იყოს ლაპარაკი, წლების წინ პოლიციელი ქალის დანახვაზეც თვალები უფართოვდებოდა ბევრს, არადა, მთავარია ერთმანეთის შრომის დაფასება ვისწავლოთ. ადამიანს გული არ ვატკინოთ, იმიტომ, რომ ყოველი ასეთი კომენტარი ამ ქალბატონს გულს უკლავს, თუმცა მისი ჟინი და მონდომება, დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ავის მთქმელზე მეტად დასაფასებელია.

 

ყველაზე ცუდი კი ის არის, როცა ხედავ რომ ადამიანს უჭირს (ვეჭვობ, ვინმეს ულხინდეს და ტაქსისტობა გადაწყვიტოს ამ ქვეყანაში) უფრო უმატებ და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შეურაცხყოფას აყენებ...

 

მოდით, დავაფასოთ ერთმანეთი, ვიყოთ უფრო ლოიალურები, სამართლიანები და ცოტა უფრო მეტად კეთილები და ასე მსოფლიოს თუ ვერა, სხვა ადამიანის ერთ დღეს მაინც შევცლით უკეთსობისაკენ.

 

 

წყარო 

ტეგები: ქალი პროფესიები ტაქსი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker