Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ყინწვისში ტურისტებისთვის გამაფრთხილებელი წარწერა გამოაკრეს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2016-07-20

,,ავიწყდებათ, რომ მამათა მონასტერში მოდიან. აქ ბერ-მონაზვნური ცხოვრებაა, სასწაულთმოქმედი ხატებია და თუ ადამიანს მათ მიმართ კრძალვა არა აქვს, სულიერ სამყაროში შფოთი შემოაქვს. შფოთის შემოტანა კი, ეკლესიაში ეშმაკისეულია"

 

დაახლოებით ასე აგვიხსნა ყინწვისის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა შიომ ბოლო დროს ტურისტებსა და ეკლესიის მორჩილებს შორის წარმოშობილი დავის მიზეზი.

 

ტურისტების დიდ ნაწილს ეკლესიის ჭიშკართან გამოკრული განცხადების შინაარსი არ მოსწონს.

 

,,შენ რა იცი, მე რა გულით მოვდივარ" - ასე უთხრა ერთერთმა ქალბატონმა ტაძრის მორჩილს, როდესაც ეკლესიაში შარვლით შედიოდა და შესვლა აუკრძალეს.

 

,,მეჩხუბა და გამლანძღა" - გვითხრა მორჩილმა. ,,ჩვენ იმიტომ მოვწყვდით ამ ქვეყნიურ ცხოვრებას და წამოვედით მონასტერში, რომ მშვიდი ცხოვრება გვინდა, ცოდვების მონანიება გვინდა. ამ დროს მოდის ადამიანი და ცდილობს, თავისი გამომწვევი ჩაცმულობით, რომ კვლავ, ცოდვაში ჩაგვაგდოს" - გვითხრა მორჩილმა.

 

სასულიერო პირებმა პირადი საუბრის ფორმა არჩიეს.

 

მამა შიო ერთერთ ხმაურიან დღეს იხსენებს, როდესაც უკმაყოფილო ტურისტების ნაწილი მორჩილებს საყვედურობდნენ დაწესებული ტრადიციის გამო.

 

"იმ დღით ასზე მეტი ადამიანი იყო ეკლესიაში მოსული, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ტურისტი. მივედი მათთან და, ფაქტობრივად, ვიქადაგე იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გაითვალისწინონ ტაძრად მოსულებმა საეკლესიო ცხოვრების წესები. ალბათ, ჩემმა საუბარმა მათ აზრი შეაცვლევინა" - გვეუბნება მამა შიო.

 

მაინც რა წერია ასეთი, რომელიც ტურისტების ნაწილში დიდ აგრესიას იწვევს?

 

ეკლესიის ჭიშკართან წერია, რომ მამაკაცები შორტებით, ხოლო მანდილოსნები კაბისა და თავსაბურავის გარეშე, ეკლესიაში არ დაიშვებიან.

 

შემდეგ, მორიგი წარწერა გალავანთან ხვდება. ამ განცხადებით ფაქტობრივად ქალებს მიმართავენ.

,,ვაი შენდა დედაკაცო, როცა გამომწვევად გამოწყობილი მამაკაცთა საზოგადოებაში ჩნდები.

 

,,თავს ნუ იტყუებ! როცა თითქმის შიშველი დადიხარ ან ტანზე მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს იცვამ და ცდილობ შენი სხეულის მშვენიერებანი უკეთ გამოაჩინო, იცოდე, რომ შენში აშკარად სიძვის ვნება ჩაბუდებულა, შენ ხარ საცთური, რადგან ცდილობ, კაცების გულში ბილწი გულისთქმა გამოიწვიო, და ამისათვის ვაი შენდა!

 

შენ, დედაკაცო, ეროტიულად მიმზიდველ ტანსაცმელში გახვედი გარეთ, ქალაქში ნახევრად შიშვლად მოსიარულედ ხორციელი სილამაზე მრავალს უჩვენე და შენი მომხიბლავი გარეგნობით უამრავი მზერა დაატკბე.

 

მაშ, იცოდე, შენ მრავალთან იმრუშე!

 

და ვაი შენდა, რადგან ცდუნება შენი სახით მიმოდიოდა ქუჩებში დღეს!"

 

ეს განცხადება გასულ წელს უშუალოდ ტაძრის შესასვლელში ვნახეთ, ამჟამად, კი ეზოს შესასვლელშია გამოკრული.

 

წინამძღვარმა გვითხრა, რომ მონასტერში მცხოვრები მამები სულიერი ცხოვრების მაგალითს იძლევიან, ეკლესიაში სასწაულმოქმედი ხატების წინ უდიერად დგომაც კი, არ შეიძლება.

 

ყინწვისი რუის-ურბნისის ეპარქიის შემადგენლობაში შედის, რომელსაც მიტროპოლიტი იობი ხელმძღვანელობს.

 

სხვა საეპისკოპოსოებისგან განსახვევით, ეს ეპარქია წესების განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა.


 

წყარო 

ტეგები: ეკლესია აკრძალვა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker