Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გოგონების განათლებაში ინვესტირება მსოფლიოს მოსახლეობის ყურადღების ცენტრში

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2016-07-11

ქორწინება, ადრეულ ასაკში დედობა და გენდერული ძალადობა გოგონებს დიდ ბარიერს უქმნის განათლების მისაღებად. მსოფლიო მოსახლეობის დღეს, 11 ივლისს, მთავარი გზავნილი სწორედ გოგონების სრულ მონაწილეობას შეეხება საზოგაოდებრივ ცხოვრებაში.

 

ყველა გოგონას რომ შეეძლოს დაწყებითი განათლების მიღება, ბავშვთა ქორწინებები 2/3-ით შემცირდებოდა. ბავშვთა სიკვდილიანობა 15%-ით შემცირდებოდა და 3 მილიონ სიცოცხლეს შევინარჩუნებდით...

 

მსოფლიოში 31 მილიონი გოგონა ვერ იღებს სასკოლო განათლებას; 60 მილიონ გოგონაზე მეტი სკოლის გარეთაა დარჩენილი; მსოფლიოში 774 მილიონი გაუნათლებელი ადამიანის 2/3 ქალია.

 

ბევრ საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ გოგონები ადრეული თინეიჯერობის ასაკიდან მზად არიან დედობისთვის. ადრეულ ასაკში გათხოვების გამო ისინი ჩამორჩებიან სასწავლო გეგმას, რითიც საფრთხე ექმნება მათ სამომავლო წარმატებას. სრული განათლების მიღების გარეშე, გოგონები მოკლებულნი არიან თავიანთი ჯანმრთელობისა თუ ძირითადი უფლებების შესახებ ინფორმაციას. ამას კი, შედეგად, ადრეული ქორწინება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები ახლავს თან. ყოველ წელს 15 მილიონ გოგონას ათხოვებენ 18 წლამდე ასაკში, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, უდრის ერთ გოგონას ყოველ 2 წამში. 

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის აბატუნდე ოსოტიმეჰინის თქმით, მსოფლიო ლიდერები და საზოგადოება ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფის - თინეიჯერი გოგონების უფლებების დასაცავად უნდა გაერთიანდნენ, რომლებიც განსკაუთრებულ სიღარიბეში ცხოვრობენ, ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას, და მავნე ტრადიციების მსხვერპლი ხდებიან, ბავშვობის ასაკში ქორწინების ჩათვლით და თავად ბავშვებს, სუსტი რეპროდუქციული ჯანმრთელობით, უწევთ ბავშვების გაჩენა და აღზრდა.

გოგონების განათლების ხელშეწყობას გრძელვადიანი სოციო-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან განათლებული, ჯანმრთელი და უფლეებში გაცნობიერებული გოგონები წვლილს შეიტანენ თავიანთი სოფლებისა და საზოგადოების განვითარებაში: ისინი გათხოვდებიან კიდეც ზრდასრულ ასაკში, გააჩენენ ჯანმრთელ შვილებს და გააგრძელებენ შთამომავლობას ისე, რომ, დღევანდელი 7 მილიარდმა მოსახლეობამ 2100 წისთვის 11 მილიარდსაც მიაღწიოს.

მსოფლიო მოსახლეობის დღე 1989 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში, თუმცა წლიდან წლამდე ამ დღის მთავარი თემა ამა თუ იმ აქტუალურ პრობლემას ეხება. წელს გაერო მსოფლიოს თინეიჯერი გოგონების განათლებაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს.

 

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

გენდერული კვოტირების შესახებ ახალ კანონპროექტს 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2017

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

გენდერული კვოტირებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

საფრანგეთის ახალი მინისტრთა კაბინეტის ნახევარი ქალები არიან

პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საქართველო სექსტრეფიკინგის და შრომითი ექსპლუატაციის წყარო და სატრანზიტო ქვეყანაა

კონგოში, კობალტის საბადოებში ოთხი წლის ბავშვები მუშაობენ

ირლანდიაში სექსის სანაცვლოდ ფულის გადახდა აიკრძალა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker