Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

„MenCare - კაცები ზრუნავენ“ _ გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ახალ კამპანიას იწყებს

UNFPA საქართველოს ოფისი
კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2016-07-07

თბილისი, სასტუმრო „რუმსი“, 8 ივლისი, პარასკევი, 19 საათი _ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის ინიციატივით, საქართველოში კამპანია „MenCare“ იწყება. დევიზით „კაცები ზრუნავენ“, ინიციატორები კამპანიაში ჩასართავად ყველა იმ მამაკაცს იწვევენ, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა, მზრუნველობა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და პასუხისმგებლობის განაწილება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.


გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ აჩვენა, რომ საქართველოში გენდერული როლები არათანაბრადაა გადანაწილებული. კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული „კაცური“ და „ქალური“ საქმის აღქმა. კაცურ საქმედ ითვლება საოჯახო ნივთების შეკეთება, ხოლო ქალურ საქმედ - ბავშვებზე ზრუნვა, დალაგება, ოჯახის მოვლა, საჭმლის მომზადება, რაც ოჯახური საქმის ტვირთს მთლიანად ქალს აკისრებს. 10-დან 8 მამა საკუთარ სკოლამდელი ასაკის შვილებს ყოველდღიურად არ უკითხავს წიგნებს, არ მიჰყავს ბაღში, ან გასართობად და არ უკეთებს  საჭმელს; გამოკითხულთა 13% იშვიათად, ხოლო 6%  - არასოდეს ესაუბრება თავიანთ მოზარდ შვილებს პრობლემების შესახებ. არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.


არსებული მდგომარეობის გათვალიწინებით და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცნობიერების ასამაღლებლად და საზოგადოებრივი დისკუსიის წამოსაწყებად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აქტიური მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში მამაკაცთა ჩართულობის გასაზრდელად განხორციელებულმა კამპანიებმა და ღონისძიებებმა („მამა, წიგნი წამიკითხე“, სატელევიზიო გადაცემა „მამები“, „წერილი შვილს“ და ა.შ.) საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და სოციალურ ცვლილებებს შეუწყო ხელი.


კამპანია MenCare-ის საქართველოში დაწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გასაზრდელად გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს ეკუთვნის. კამპანია მთლიანად ეფუძნება ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზსა და ითვალისწინებს საქართველოს სოციალურ-კულტურულ კონტექსტს.
კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა თანასწორობას და თანაბრად გაინაწილონ საოჯახო საქმე. უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვები, რომელთაც მზრუნველი მამა ჰყავთ, გაცილებით ფრთხილები და დაცულები არიან როგორც ძალადობისგან, ასევე სხვა სოციალური პრობლემებისგან; შედარებით ადვილად შეუძლიათ სტრესთან გამკლავება და აქვთ უფრო წარმატებული მომავალი. ამდენად, მამაკაცების ზრუნვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალების, ბავშვების და, ზოგადად, საზოგადოების კეთილდღეობისთვის.


კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან სახელოვნებო, სპორტული და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სოციალურად აქტიური მამაკაცები, რომლებიც კამპანიის ძირითად პრინციპებს იზიარებენ. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა პასუხიმგებლობებისა და ვალდებულებების, სარგებლისა და შესაძლებლობების თანაბარ განაწილებას ნიშნავს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker