Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დეკოლტე - დასაქმების მეტი შანსი?

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2016-06-30

თუ ახალ სამსახურს ეძებთ და თქვენს რეზიუმეში ფოტოსურათზე დეკოლტირებული სამოსი გაცვიათ, დიდია იმის შანსი, რომ გასაუბრებაზეც დაგიბარონ. საფრანგეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, სამსახურის მაძიებელი ქალების დასაქმების შანსი მათ ჩაცმულობაზეცაა დამოკიდებული. სორბონას უნივერსიტეტის პროფესორმა სევაგ კერტეჩიანმა გადაწყვიტა გაერკვია, რა მნიშვნელობა უჭირავს ჩაცმულობას დასაქმების ბაზარზე.

 

კვლევაში მონაწილეობას იღებდა ორი კატეგორიის ქალი. ორივე ერთნაირად გამოიყურებოდა და თითქმის იდენტური უნარ-ჩვევები და გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ რეზიუმეს ფოტოსურათზე განსხვავებულად ეცვათ: ერთს ღრმად ამოჭრილი მაისური, მეორეს კი - მაღალყელიანი.

 

ექსპერიმენტის წარმატებით განსახორციელებლად, ორივე მათგანს გაყიდვებისა და ბუღალტერიის ასობით გასაუბრებაზე მოუწია გასვლა.

 

როგორც დოქტორმა კერტეჩიანმა აღმოაჩინა, დეკოლტიან ქალებს გაცილებით უფრო ხშირად იბარებდნენ გასაუბრებაზე, ვიდრე მის „კონკურენტს“. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ დამსაქმებელთა არჩევანი, როგორც გაყიდვების, ასევე ბუღალტერიის სფეროში, შედარებით გამომწვევად ჩაცმულ კანდიდატზე შეჩერდა.
„შედეგები საკმაოდ შოკისმომგვრელი და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უარყოფითი - გამოდის, რომ მეტი კვლევაა საჭირო“ - განაცხადა კერტეჩიანმა.

წყარო 

ტეგები: კვლევა დეკოლტე გასაუბრება ქალები დასაქმება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker