Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

Facebook-ის ბოდიში ჭარბწონიან მოდელს

Category: It`s interesting to know 
2016-06-29

Facebook-მა თავისი სარეკლამო რეგულაციების შესაბამისად, ჭარბწონიანი მოდელის ტეს ჰოლიდეის ფოტოს დაბლოკვის გამო ბოდიში მოიხადა.

 

ჰოლიდეის ფოტო, სადაც 155-კილოგრამიან მოდელს საცურაო კოსტუმი აცვია ავსტრალიური ფემინისტური ჯგუფის Cherchez la Femme-ის კულტურული თოქშოუს „an unapologetically feminist angle“-ის სარეკლამო ბანერად იყო გამოყენებული.

 

Facebook-ის ადმინისტრაციის განცხადებით, სარეკლამო ფოტოები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხეულის წონის  იდეალურ ან უკიდურესად უარყოფით მხარეს ავლენს და ცხოვრების ჯანსაღ წესს ეწინააღმდეგება, მიუღებელია. თუმცა, მას შემდეგ, რაც Cherchez la Femme-მა Facebook-ს საჩივრით მიმართა, ორგანიზაციისგან საჯარო ბოდიშიც მიიღო.

 

ოფიციალური განცხადების თანახმად, ფოტო არ ეწინააღმდეგება Facebook-ის სარეკლამო სტანდარტებს და გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რადგან მათი პოლიტიკა ზღუდავს სხეულის არაჯანსაღი ფორმების პროპაგანდას, მაშინ როცა ამ კონკრეტული კამპანიის მიზანი სხეულის ბუნებრივი ფორმების დადებით კონტექსტში წარმოჩენა იყო.

 

როგორც თავად ჰოლიდეი ამბობს, ჭარბი წონა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ავად ხარ. „ჯანმრთელობა ზომაზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ საკუთარ სხეულში. მაგალითად, მე სრულიად ჯანმრთელი ვარ, იმის მიუხედავად, რომ ჩემი სხეულის ფორმები არ ჯდება ზოგად სტანდარტში“ - წერს ჰოლიდეი თავის ფოტობლოგზე.

Source 

Tags: Facebook ტეს ჰოლიდეი Cherchez

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker