Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პარტიის შიგნით გაძლიერებით, ქალების როლიც გაძლიერდება ქართულ პოლიტიკაში

სალომე მოდებაძე
Category: It`s interesting to know 
2016-06-23

women.unm.ge ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდია, რომლის პრეზენტაციაც 21 ივნისს გაიმართა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ დაარსებული ქალთა ორგანიზაცია დღეს უკვე აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ქალები არიან წარმოდგენილი პარტიულ სიებში, მონაწილეობენ წინასაარჩევნო პროცესებში, უძღვებიან საარჩევნო კამპანიას, ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მაჟორიტარული სიით იყრიან კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ხდებიან „ბუნებრივი“ ლიდერები.

 

მისი თქმით, არჩევნების დროს ქალები არიან ხოლმე მთავარი მამოძრავებელი ძალა თუნდაც, კოორდინატორების სახით, მაგრამ როცა შემდგომ გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგება ხოლმე საქმე, ქალები აღარ არიან წარმოდგენილი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ენმ-ს პარტიულ სიებში წარმოდგენილი ქალები კი სწორედ ქალთა ორგანიზაციის აქტიური წევრები არიან. 

 

ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ არჩევნებამდე ეს ვებგვერდი იქნება კიდევ ერთი რესურსი იმისთვის, რომ წინ წამოწიოს ქალი პოლიტიკოსები, როგორც როლური მოდელები და ის საკითხები, რაც ქალებს წინასაარჩევნოდ აღელვებთ.

 

ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, პარტიის შიდა გენდერული კვოტით ბევრი მოტივირებული ქალი გახდა საკრებულოს წევრი, თუმცა არიან ისეთი ქალებიც, ვინც კვოტის გარეშეც დაამტკიცა თემის ლიდერობა. ქალთა ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში პარტიული სიის ყოველ ათეულში სამი ქალი მაინც იქნება წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს ქალების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

 

„თუ პარტიის შიგნით გავძლიერდებით, ზოგადად, ქალების როლიც გაძლიერდება ქართულ პოლიტიკაში“ - აღნიშნა ბოკუჩავამ და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას ვინც ქალთა ორგანიზაცის გაძლიერებაში ეხმარება.

 

ვებგვერდის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD).

 

სამხრეთ კავკასიაში NIMD-ის წარმომდგენლის ლევან ცუცქირიძის თქმით, ქალთა მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკურინ პარტიების ცხოვრებაში ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ცუცქირიძის აზრით, „ქართველი ქალები, ბევრ რამეში ჯაბნიან ქართველ კაცებს“ და „ეკუთვნით“ მეტი ჩარტულობა და მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით, ძირითადი პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში, რაც განაპირობებს ქვეყანში მრავალპარტიული დემოკრატიის ჩამოყალიბებას. თუმცა, ცუცქირიძის თქმით, დემოკრატების გარეშე დემოკრატია არ არსებობს, თუ თვითონ პოლიტიკური აქტორები არ არიან დემოკრატიული ღირებულების მატარებლები. ქალთა მონაწილეობა კი ხელს შეუწყობს პარტიაში გადაწყვეტილებების მიღების სამართლიანობას.

 

ვებგვერდის პრეზენტაციას ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელიც ესწრებოდა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანზიაციების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და გამოცემების ბაზის შესავსებად, რეკომენდაციისათვის ენმ-ს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდსაც მიმართა.

Tags: NIMD

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker