Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ფსიქოლოგები საბავშვო ბაღებში - შესაბამისი უმაღლესი განათლების გარეშე

მალხაზ მიქელაძე
კატეგორია: მოვლენები 
2016-04-26

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგებად სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები მუშაობენ, მათ შორის მედდები, იურისტები, ეკონომისტები, ქიმია-ბიოლოგები და ა.შ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საბავშვო ბაღებში მომუშავე 34 ფსიქოლოგის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები მიაწოდა.

ოცდათოთხმეტი ,,ფსიქოლოგიდან" უმაღლესის დამადასტურებელი დიპლომი რეხის საბავშვო ბაღის ფსიქოლოგს აღმოაჩნდა. სამ თანამშრომელს კი, მხოლოდ, სასერთიფიკატო კურსებია აქვს გავლილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები რამდენიმე საბავშვო ბაღს ესტუმრა.


დირექტორები ფსიქოლოგიის კვალიფიკაციით კმაყოფილები არიან. აღსაზრდელების მშობლები კომენტარისგან თავს იკავებენ.


ვარიანის საბავშვო ბაღის დირექტორი მარინა გოგიჩაიშვილი გვეუბნება, რომ ქიმია-ბიოლოგიის სპეციალისტს, რომელიც ბავშვებთან მუშაობს, ფსიქოლოგის სერთიფიკატიც აქვს.



“პროგრამა აქვს შედგენილი ძალიან კარგი და თითოეულ ბავშვთან მუშაობს. ეს გამოძიებას უფრო გავს, ჩემო კარგო, და მე მგონი მე უკმაყოფილო არა ვარ ფსიქოლოგის და ნამდვილად ღირსეული ადამიანია და ნამდვილად კარგად მუშაობს.“ - ამბობს ბაღის დირექტორი.



საშუალო ტექნიკური განათლება აქვს მერეთის საბავშვო ბაღის ფსიქოლოგს, პროფესიით მედდაა.



„ჩვენს ფსიქოლოგს საშუალო, ტექნიკური განათლება აქვს. გავლილი აქვს გადამზადების კურსები, პიროვნულადაც ძალიან თბილი ახალგაზრდა გოგონაა, არის ადგილობრივი. სამწუხაროა, რომ ეხლა აქ არ არის და თქვენ ვერ დაგხვდათ“.
გვეუბნება მერეთის საბავშვო ბაღის დირექტორი.

ტირძნისის საბავშვო ბაღში მომუშავე დარეჯან აშორტიამ თბილისის გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯი, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის სპეციალობით დაამთავრა.

 

„საბავშვო ბაღში გამოჩნდა ფსიქოლოგის ადგილი და ძალიან მინდოდა მემუშავა. ძალიან მიყვარს ბავშვები, შემთხვევით განცხადება მქონდა დაწერილი და ფსიქოლოგის დიპლომი რომ მქონდა, აღმოვჩნდი აქ, ძალიან კარგად მიმიღეს, ძალიან კარგად ვარ, რა ვიცი, არ მქონდა ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, თბილიში რომ ვსწავლობდი პრაქტიკის სამი წელი მქონდა გავლილი“- გვეუბნება დარეჯან აშორტია.

 

სოფელი ძევერაში საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი სოფიო ჯოლბორდი პროფესიით იურისტია, თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ტრენინგებისა და გადამზადების ცენტრში ფსიქოლოგის პრაქტიკოსის და თეორიტიკოსის ფსიქოლოგიით გადამზადება გაიარა.

 

„შერჩევა მოხდა როგორ, მე მანამდე ვმუშაობდი, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ერთ-ერთ ორგანიზაციაში, კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაცია, „თი დი ეი ჩიში“. ეს არის შვეიცარიული კომპანია, რომელიც ბავშვებს რეაბილიტაციას უწევდა ომის დროს მიღებულ სტრესულ სიტუაციიდან გამოსასვლელად. იქ განაცხადის საფუძველზე მოვხვდი ფსიქოლოგ-ანიმატორად. ამ მუშაობის დროს მე მომენიჭა ფსიქოლოგის და ანიმატორის წოდებაც. გავდიოდით ინტენსიურ ტრენინგებს ყოველთვის. შემდეგ, როცა დაიხურა ეს ორგანიზაცია, ვმუშაობდი საზოგადოება „ბილიკში“ იქაც ფსიქოლოგის თანაშემწედ ერთი წლის განმავლობაში“. - ამბობს სოფიო ჯოლბორდი.


რაც შეეხება დანარჩენი საბავშვო ბაღების ფსიქოლოგების უმაღლეს განათლებას, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ გორის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

1.ქეთევან გაბინაშვილი - შავშვების საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი - 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ირიცხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო საფეხურის მე-4 კურსის სტუდენტად.

2.მაია სარაული - სვენეთის საბავშვო ბაღი - „ლეგია და კომაპნია“ უნივერისტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაცია 2006 წელი.

3.თეონა გლახაშვილი - მერეთის საბავშვო ბაღი - გორის სამედიცინო სასწავლებელი, მედდის საქმე 1998 წელი.

4.ლეილა მღებრიშვილი - შერთულის საბავშვო ბაღი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 2013 წელი.

5.მაია ჩიხლაძე-ზეღდულეთის საბავშვო ბაღი - ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, დაწყებითი განათლების სპეციალობა 1996 წელი.

6.ნაილი ლალაშვილი - ბნავისის საბავშვო ბაღი - ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის, სამართალმცოდნეობის და ბიზნესის ფაკულტეტი, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია 1983 წელი.

7.მეგი გამდლიშვილი - ახალდაბის საბავშვო ბაღი (დროებით მოვალეობის შემსრულებელი) - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი 2014 წელი.

8.თინათინ ბზიშვილი - ატენის საბავშვო ბაღი - გორის ეკონომისკის ინსტიტუტი, ეკონომისტის კვალიფიკაცია 1992 წელი.

9.მერი ბოლქვაძე-ქიწნისის მეურნეობის საბავშვო ბაღი - საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ბათუმის სამედიცინო სასწავლებელი, ფერშლის სპეციალობა 1989 წელი.

10.თამარ ოთიაშვილი - ახრისის საბავშვო ბაღი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მატერიალური-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა და დაგეგმვა, ეკონომისტის კვალიფიკაცია 1991 წელი.

11.მარიამ ელიაშვილი-ახალუბნის საბავშვო ბაღი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი 2012 წელი.

12.ხათუნა ილურიძე-გლუჯიძე - ბერშუეთის საბავშვო ბაღი - ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორიის სპეციალობა 1995 წელი.

13.მაიამ ოქროპირიძე - დიცის საბავშვო ბაღი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერბათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი 2014 წელი.

14.ლალი ლაგურაშვილი - შინდისის საბავშვო ბაღი - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიკოსი, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია 1984 წელი.

15.ლეილა ლიჩელი - ზერტის საბავშვო ბაღი - ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია 1995 წელი.

16.ქეთევან ცაბაძე - ვარიანის საბავშვო ბაღი - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად ქორწინების მოწმობა წარმოადგინა.

17.მარიამ ჯებისაშვილი - მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი კლასის მასწავლებლის კვალიფიკაცია 2007 წელი.

18.თეა მეგრელიშვილი - ხელთუბნის საბავშვო ბაღი - ცხინვალის სახელმწიფო პედ.ინსტიტუტი,ქართული ენა-ლიტერატურა და სიტორიის მასწავლებელი 2004 წელი.

19.რუსუდან დადიანიძე - კარალეთის საბავშვო ბაღი - გორის სასწავლო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი 2011 წელი.

20.ლუიზა თევდორაშვილი - კარბის საბავშვო ბაღი - საქართველოს სსრ სახალხო უნივერსიტეტის საბჭო, ქურთის სახალხო კულტურის სახლთან არსებული სამედიცინი სახალხო უნივერსიტეტი 1980წელი.

21.ხატია ქობლიანიძე - მარანას საბავშვო ბაღი - გორის გ.ხარაულის სახელობის მრავალდარგოვანი კოლეჯ „აღმზრდელი“ დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობა, დაწყებითი სკოლის მასწავლებლის კვალიფიკაცია, 2009
წელი.

22.დალი ადუაშვილი - პატარა გარეჯვარის საბავშვო ბაღი - გორის ჯანმრთელობის სახალხო უნივერსიტეტი, სამედიცინო ფაკულტეტი 1990 წელი, ასევე თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური ინსტიტუტი „ცოდნა“,დაწყებითი მასწავლებლის
 კვალიფიკაცია 2007 წელი.

23.ნონა ურჯუმალეშვილი - ბერბუკის საბავშვო ბაღი - ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის გადაწყვეტილებით დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
 სრული კურსი და მიენიჭა ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია 2008 წელი.

24. მადონა ლაზარაშვილი - ნიქოზის საბავშვო ბაღი - ზოგადი განათლების ატესტატი 2009 წელი ნიქოზის სკოლა.

25.ხატია ღარიბაშვილი - რეხას საბავშვო ბაღი - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოიის სპეციალობით 2013 წელი.

26.თამარ თურმანიძე - სკრის საბავშვო ბაღი - შიდა ქართლის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი,საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი, ფარმაცევტი 2006 წელი.

27.ნინო სამადაშვილი - ტყვიავის საბავშვო ბაღი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, მოკლევადიანი სასერთიფიკატო პროგრამა საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოლოგი.

28. დარეჯან აშორტია - ტირძნისის საბავშვო ბაღი - თბილისის გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯი, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის სპეციალობა 1990 წელი.

29.ნინო ოქროპირიძე - ხიდისთავის საბავშვო ბაღი - გორის უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლამცოდნეობის ფაკულტეტი, ბიზნების მართვის სპეციალობა 2008 წელი.

30.სოფიო ჯოლბორდი - ძევერას საბავშვო ბაღი - გორი სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობა 1999 წელი.

31. ნუნუ ასტამაძე - სათემოს საბავშვო ბაღი - ტრენინგებისა და დასაქმების ცენტრი ბიზნეს სისტემა, ზოგადი ფსიქოლოგიის შემსწავლელი კურსი 2014 წელი.

32.ქეთევან კაპანაძე - ქიწნისის საბავშვო ბაღი - გორის სამედიცინო სასწავლებელი, მედდის საქმე 2008 წელი.

33.მარიამ ენუქაშვილი - საქაშეთის საბავშვო ბაღი - გორის სასწავლო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი 2011 წელი.

34.ლალი მჭედლიშვილი - ფლავის საბავშვო ბაღი - ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, დაწყებითი განათლების მასწავლებლის კვალიფიკაცია 1994 წელი.


წყარო 

ტეგები: გორის მუნიციპალიტეტი საბავშვო ბაღები ფსიქოლოგები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker