Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თბილისში 20 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

კატეგორია: დევნილები 
2016-04-18

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცათ.

 

სამინისტრომ დიდ დიღომში ახალაშენებულ კორპუსში, მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „გიორგი ბრწყინვალე“-სგან კონკურსის საფუძველზე 20 ბინა შეიძინა.

 

დიდი დიღმის დასახლებაში არსებული საცხოვრებელი ფართების უმეტესობა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა, ბინების ნაწილი კი ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცათ. 20 ბინიდან 6-ერთოთახიანია, 10-ოროთახიანი, და 4-სამოთახიანი.

 

ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები როგორც აფხაზეთიდან, ისე სამაჩაბლოდან დევნილმა ოჯახებმა მიიღეს.

 

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქართველი მენაშენეებისაგან თბილისში სულ 431 ბინა შეისყიდა. აქედან 231 ბინა დევნილ ოჯახებს უკვე გადაეცათ, დარჩენილი 200 ბინა კი 2016 წელს განაწილდება.


წყარო 

ტეგები: დევნილთა და განსახლების სამინისტრო დევნილი ოჯახები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker