Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

"ბინა უნდა მიიღოს ყველა დევნილმა, - მათ შორის, ვისაც შეიძლება ძალიან კარგი ბინა აქვს"

კატეგორია: დევნილები 
2016-04-13

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 144 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ თბილისში დამატებით 600 ბინის გადაცემაა დაგეგმილი. როგორც მინისტრმა „საქმიან დილას“ განუცხადა, ამ ეტაპზე ბინა დევნილთა 10-მა პროცენტმა მიიღო.

 

- ბატონო სოზარ, როგორ მიმდინარეობს განაცხადების შევსაბა და როდემდეა ვადა?

 

- შარშან პირველად მოხდა, რომ თბილისში დაიწყო განაცხადების შევსება, განაცხადი 13 000-მა ოჯახმა შეავსო. ბუნებრივია, გაცხრილვა მოხდა, რადგან ზოგს ადრეც ჰქონდა შევსებული და ბევრმა რამდენჯერმეც კი შეავსო. საბოლოოდ განაცხადები 10 000-მდე ჩამოვიდა. მათგან ჯერ 10 პროცენტსაც არ მიუღიათ ბინები, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაც შესაძლოა გამორჩა ან საქართველოში არ იყო, გადავწყვიტეთ კიდევ გამოგვეცხადებინა და მიგვეცა საშუალება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ არ შეუვსია განაცხადი.

 

- კონკრეტულად როდის მოახერხებენ ეს ოჯახები ბინის მიღებას?

 

- შესაძლოა დღეს შევსებულმა უფრო ადრე მიიღოს, ვიდრე იმან, ვინც პირველმა შეავსო. ეს ქულების მიხედვით წყდება. ჩვენ უკვე განაწილებული გვაქვს 100 ბინა, რომელიც თვის ბოლომდე უნდა ჩავიბაროთ, ასევე შემოდგომის დასაწყისში 400 ბინა ჩაგვბარდება და ამას დაახლოებით 100-მდე ბინა ემატება, რომელსაც კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით ვყიდულობთ. ჯამში თბილისში 600-მდე ბინა გამოდის. შეიძლება ოდნავ მეტი ან ნაკლებიც იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით რამდენ ბინას ვიყიდით.

 

- იგეგმება თუ არა ცვლილება კრიტერიუმებში?

 

- ამ წუთში არანაირი ცვლილება არ იგეგმება. იმიტომ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი ვისაც აქვთ იმათ პრივილეგია ბუნებრივად აქვთ ისევე, როგორც ომის ვეტერანს, ან ომში დაღუპული ოჯახის წევრს. რამდენიმე დღის წინ ვეტერანებთან მქონდა შეხვედრა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სულ სოციალურად დაუცველებზეა აქცენტი და მეტი ყურადღება მივაქციოთ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ და მითუმეტეს, ვისი ოჯახის წევრიც ომში დაიღუპა. სოციალურად დაუცველები კი პირიქით აქცენტს აკეთებენ მუდამ იმაზე, თუ რა მძიმე, გაუსაძლის პირობებში არიან და მათი მოთხოვნები იყოს გათვალისწინებული. ჩენ ბუნებრივია ვცდილობთ, ყველაფერი გავითვალისწინოთ და ჯამში სასურველი შედეგი მივიღოთ. ისევე, როგორც მრავალშვილიანობა, შეზღუდული შესაძლებლობა და ა.შ. ყველაფერი გათვალისწინებულია.

 

ბინა 11285 დევნილ ოჯახს დაუკანონდა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

- ასევე არის პროექტი იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე, ეს პროექტიც გრძელდება?

 

- იპოთეკური სესხის უკვე ორი ეტაპი ამოიწურა, 72 ოჯახს დავუფარეთ. მესამე ეტაპიც გამოვაცხადეთ. მესამე ეტაპის განაცხადების შეფასებები დამთავრდა, ახლა მონიტორინგი მიმდინარეობს, ანუ გადავამოწმოთ ნამდვილად აკმაყოფილებს თუ არა იმ პირობებს, რაც მათ ქაღალდებში უწერიათ.

 

- ბიუჯეტი რა იყი პირველი და მეორე ეტაპისთვის?

 

- ჯამში 2 მილიონი ლარი იყო, ამ თანხაში სამივე ეტაპი შედის. მესამე ეტაპისთვის თანხის მეოთხედზე ცოტა მეტია დარჩენილი და ვფიქრობ, შეიძლება ეს პროექტი აღარ გაგრძელდეს. იმიტომ, რომ მან თავისი თავი თითქოს ამოწურა, თავიდანვე ასე გვქონდა გათვალისწინებული.

 

- ჯამში რამდენ ოჯახზეა საუბარი და რა რესურსი დასჭირდება სახელმწიფოს, რომ ეს ყველაფერი დაკმაყოფილდეს?

 

- ბინა უნდა მიიღოს ყველამ, მათ შორის მანაც, ვისაც შეიძლება ძალიან კარგი ბინა აქვს, მაგრამ კანონის მოთხოვნაა ასეთი. ზოგმა შეიძლება თვითონ განაცხადოს უარი. ეს ქულების სიტემა იმიტომ არის, რომ ყველას ერთდროულად ვერ ვაკმაყოფილებთ და ქულების მიხედვით ვადგენთ უპირველესად, ვის მიენიჭოს პრივილეგია და ვინ იყოს მეორე, მესამე და მეოთხე. მეტნაკლებად ვცდილობთ, რომ გადანაწილება სამართლიანი იყოს. მთლიანობაში დღემდე ბინა 52 000 ოჯახს არ მიუღია. 11285 ოჯახს რომ დაუკანონდა, ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა სახელმწიფოს. უმრავლეს შემთხვევებში ეს იყო არა ახლად აშენებული სახლები, არამედ ის ბინები, რომლებშიც დღემდე ცხოვრობდნენ. ჯერ კიდევ 20 წლის წინ, 1992-1993 წლებიდან მოხდა შესახლება და ამის დაკანონება მოხდა. ამან ბუნებრივია, ეს ციფრი მნიშვნელოვნად შეამცირა. 52 000 ოჯახს ცოტა დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ გარკვეული პროგრამები გვაქვს, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში ნელ-ნელა ჩავრთოთ და ასეთი ტემპით კი არ გაგრძელდეს, გაცილებით დაჩქარდეს.

 

როდესაც ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ, წინა წელს, არჩევნებში გამარჯვებამდე სამინისტროს ბიუჯეტი 24 მილიონი იყო, ამჟამად 85 მილიონია. მომდევნი წლებში ეს თანხა თუ არ გაიზრდება, მას შემცირება არ ემუქრება. მეტსაც გეტყვით, როდესაც ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე მიდის საუბარი და გარკვეული ხარჯების შეკვეცაზე, იგივე მოგების გადასახადი, როცა არ უნდა შევიდეს ძალაში მნიშვნელობა არ აქვს, ეს დევნილებისთვის სახლების მშენებლობის პროგრამას და კონკრეტულ პროექტებს არ ეხება. თუმცა, ჩვენ პარალელურად დონორებთანაც ვმუშაობთ, გარკვეული იმედები გაგვიჩნდა, რაღაც ეტაპზე ვართ. შეიძლება ან დონორების თანხებს მოვიზიდოთ, მაგრამ გაცილებით მეტი იმედი გვაქვს შეღავათიანი კრედიტის, როდესაც რომელიმე სამშენებლო კომპანიამ თავისი თანხით შეიძლება მრავალწლიანი გადახდის პირობით მშენებლობა წამოიწყოს.

 

ერთ სიახლესაც გეტყვით, რომელსაც პირველად ვამბობ, ჩვენ ზუგდიდში დავამთავრეთ ახალი ტენდერი, რომელიც ოთხი ახალი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამ დღეებში კომპანია გარანტიას მოიტანს და შესაბამისად ხელი მოეწერება და მშენებლობის დაწყება ამ კვირის ბოლოს შესაძლებელი იქნება. ეს არის კომპანია “დაგი“. ზუგდიდში, სადაც ორი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, პლიუს ოთხი კორპუსი დაემატება.


წყარო 

ტეგები: მთავრობა საცხოვრებელი დევნილი სოზარ სუბარი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker