Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალის როლი საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში

სალომე მოდებაძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2016-03-31

ქალთა ისტორიის თვე გასულ პარასკევს თბილისის 186–ე საჯარო სკოლაში მოსწავლეების მიერ  10 გამოჩენილი ქართველი ქალის შესახებ შექმნილი გამოფენით, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროში ქალთა როლის შესახებ დაწერილი თხზულებებითა და ამ თემაზე საჯარო დისკუსიით აღნიშნეს.

 

ღონისძების საპატიო სტუმარი იყო საქართველოში აშშ–ს ელჩის იან კელის მეუღლე ფრანჩესკა, რომელმაც სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს. თავის გამოსვლაში ქ–მა კელიმ მადლობა გადაუხადა სკოლის მოსწავლეებს ქართველ ქალთა ისტორიის მიმართ გამოჩენილი ინტერესის გამო. კელი მიესალმა იმ ფაქტს, რომ შერჩეულ ქალებს შორის, ფაქტობრივად, ყველა სფეროს წარმოამდგენლები არის.

 

„გიყურებთ ახლა თქვენ და ვხედავ ზუსტად იგივე პოტენციალს. ბიჭებო, ეს მხოლოდ გოგონებს არ ეხებათ. ქალებს, რომლებზეც თქვენ დღეს გვიამბობთ, ყველას ყავდა მამა, ბიძა, ძმა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი... ჰყავდათ ვაჟები, რომლებიც მათ გვერდში ედგნენ და მხარს უჭერდნენ. ეს (თანასწორობა) სწორედ ყველა ადამიანის პოტენციალის აღიარებას გულისხმობს და მათ ფართოდ უხსნის კარს. რადგან, თუ ქალებს პატარა როლს მოვარგებთ, კაცებიც ასეთსავე პატარა როლებში მოექცევიან. “ – მიმართა მოსწავლეებს ქ–მა კელიმ.

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყოველ ადამიანს აქვს კონსტიტუციითა თუ სხვა კანონით განსაზღვრული უფლებები, მაგრამ სიმანდვილეში ამის განხორციელება ხდება ‘მოპოვებით’. 2011 წელს გამოქვეყნებული სტატიაში ‘ქალთა უძრაობა’, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო კონსოლიდირებული ქალთა მოძრაობა, დოლიძე ქალებს მოუწოდებდა ებრძოლათ უკეთესი პირობებისა და გარემოსთვის. ‘ქალთა უფლებების მოძრაობა ამერიკაში და ევროპაში შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ ქალების მოძრაობის შედეგად’ – თქვა დოლიძემ სტატიაზე საუბრისას და დასძინა, რომ ვერც ერთი ტიპის მოძრაობა ვერ იქნება წარმატებული სოლიდარობის გარეშე: ‘ჩვენ ვიცით ხალხური სიბრძნე, რომ მარტო მერცხალი, გაზაფხულს ვერ მოიყვანს. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობა, რომელიც შექმნილია მხარდაჭერის გამოხატვით, აღწევს წარმატებას’.

 

 

გენდერულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა შორენა ბუხრაშვილმა ხაზი გაუსვა186–ე სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბების გაერთიანებული შეხვედრის მნიშვნელობას ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების კუთხით ქალების მნიშვნელოვანი როლის შესახებ ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

 

ანასტასია თუმანიშვილი, ნინო რამიშვილი, თამარ მეფე, მარო მაყაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქრისტინე შარაშიძე, დესპინე გელოვანი, ეკატერინე გაბაშვილი, ქეთევან დედოფალი და ანნა სოლოღაშვილი სწორედ ის ათი ქართველი ქალია, ვის შესახებაც მოსწავლეებმა საინტერესო ბიოგრაფიული ცნობები შეაგროვეს და საჯაროდ გამოფინეს.

 


სტუმრებს შორის იყვნენ ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, PH International საქართველოს დირექტორი ბერდია ნაცვლიშვილი, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები.
ღონისძიება გაიმართა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას საქართველოში. პროგრამას, რომელიც დახმარებას უწევს 480 სკოლას საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, ახორციელებს PH International (პროექტი ჰარმონია).

ტეგები: ქალთა თვე თბილისი 186–ე საჯარო სკოლა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker