Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბრიუსელის თავდასხმის შემსწრე ქალების ისტორია

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2016-03-24

ქართველი ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას მიერ ბრიუსელის აეროპორტის თავდასხმისას გადაღებული ფოტო, სადაც ორი ქალი სისხლსა და მტვერსია ამოსვრილი მსოფლიოს ყურადღების ქვეშაა. ფოტოდან ერთ–ერთი ქალი ახლა უკვე აფეთქებისას მიღებულ შემზარავ გამოცდილებაზე თავად საუბრობს. 

 

ქალს, რომელსაც, ქარდავას თქმით, არაფერი უთქვამს, მაგრამ სახეზე ჰქონდა ასახული შიში და უიმედობა, ინდოელია, სახელად ნიდჰი ჩაფეკარი და Jet Airways-ში მუშაობს.

 

Times of India-ს მიხედვით, მისი ოჯახი ტელევიზორს არ მოშორებია მას შემდეგ, რაც აფეთქების შესახებ გაიგეს, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს.  ჩაფეკარის ქმრის ინფორმაციით, „მთელი დღის მანძილზე არავითარი ინფორმაცია არ გვქონდა გარდა იმისა, რომ ცოცხალი იყო“.
 

ქალი, რომელიც ფოტოზე ჩაფეკერის გვერდით ჩანს და ტელეფონზე საუბრობს, ბელგიელი სტეფანი ჰოეილაართია, რომელიც ჰაიტიში მიდიოდა „ექიმები საზღვრებს გარეშე“ დავალების ფარგლებში. როგორც მან ბელგიის საზოგადოებრივ რადიო 2–თან საუბრისას აღნიშნა, ვერც წარმოიდგენდა, რომ გაზეთების პირველ გვერდზე სწორედ ამ გზით მოხვდებოდა.

 

ჰოეილაართის თქმით, პირველად ვერც მიხვდა, რომ აფეთქება მოხდა. „ვხედავდი, როგორ გარბოდა ხალხი, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძროდი“ – ამბობს ქალი, რომელიც თავდასხმისგან დასაცავად სკამს ამოეფარა. „ასე უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს, ვიდრე გაქცევისას. თავსა და ყურებზე ხელი ავიფარე და უცებ მეორე აფეთქებაც მოხდა“ – იხსენებს ის.

 

მას მერე, რაც დედას დაურეკა და შეატყობინა, რომ გადარჩა, ინსტინქტურად, სხვების დახმარება დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მის გვერდით მჯდარი ქალი ძალიან ცუდად იყო დაჭრილი. სწორედ ჰოეილაართი დაეხმარა ჩაფეკერს ტკივილის შემსუბუქებაში. ირგვლივ სრული ქაოსი სუფევდა. დაჭრილ მგზავრებს სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან სდიოდათ სისხლი. 

 

ამ ყველაფრის გახსენებისას, ჰოეილაართი თავადაც ცუდად გრძნობს თავს, თუმცა, იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში შეძლებს ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს.

 

 

წყარო 

ტეგები: ბრიუსელი აეროპორტი თავდასხმა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker