Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქეთევან ქარდავა: ტერორიზმს არ აქვს საზღვრები!

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2016-03-23

ქართველი ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებას შეესწრო. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებრილ სპეციალური კორესპონდენტის მიერ გადაღებულმა ფოტომ სოციალური მედიიდან სხვადასხვა საერთაშორისო ტელე და საგაზეთო გამოშვებაში გადაინაცვლა. როოგრც ქარდავა ჟურნალ „ტაიმსთან“ ინტერვიუში ამბობს, 22 მარტს ჟურნალისტური ინსტიქტით გადაიღო ფოტოები, სადაც ტერორისტული თავდასხმის მსხვარპლი ქალების მდგომარეობაა ასახული.

 

აეროპორტში არსებული ქაოსისა და პანიკის გახსენებისას, ქარდავა ამბობს, რომ ყველაფერი მტვერსა და ბოლში იყო გახვეული. იმის ნაცვლად, რომ უსაფრთხო ადგილას გაქცეულიყო, ფოტოების გადაღებას განაგრძობდა, რადგანაც იმ დროს ის ერთადერთი ჟურნალისტი იყო მთელ აეროპორტში, ვისაც ამ საშინელი აფეთქების შედეგების დოკუმენტურად დადასტურება შეეძლო.

 

როგორც ქარდავამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან პირდაპირი ჩართვის დროს თქვა, მან თავადაც შეამჩნია ‘საეჭვო’ ჩანთა აეროპორტში. აფეთქებისას მგზავრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, თუმცა 14 ადამიანი აფეთქების შედეგად დაიღუპა.

 

როცა იმ დღეს იხსენებს, ქარდავა კვლავ განიცდის, რომ ვერ დაეხმარა ფოტოზე აღბეჭდილ ქალებს, რადგან ეს მის ძალებს აღემატებოდა, თუმცა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხმა მიეწვდინა მაშველი სამხედროებისთვის.

 

ქართველი ჟურნალისტი რვა წელია ბრიუსელში ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ ბევრ თემაზე უმუშავია, პარიზის ტერორისტული თავდასხმის ჩათვლით, მისთვის მსოფლიოს შესახებ წარმოდგენა შეიცვალა.  როგორც ქარდავა ამბობს „ტერორიზმს არ აქვს საზღვრები“.

 

წყარო: GIA

ტეგები: ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ბრიუსელი აფეთქება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker