Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გენდერული (უ)თანასწორობა: ზოგიერთი ხელმოცარულის მოთხოვნა თუ ადამიანის უფლებების არსებითი დარღვევა?

Category: It`s interesting to know 
2016-02-09

ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით


გ ი წ ვ ე ვ თ საჯარო ლექციაზე

 

მომხსენებლები:

 

პროფ. ქეთევან ხუციშვილი, პროფესორი, გენდერისა და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფ. ბრიჯით არიმონდი, სამართლის კლინიკის პროფესორი, ნორსვესტერნ უნივერსიტეტის პრიცკერის სამართლის სკოლა (ჩიკაგო, ილინოისის შტატი, აშშ)

 

საჯარო ლექცია გაიმართება 10 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ივ. ჯავახიშვილის (#107) აუდიტორიაში

 

ინგლისურიდან ქართულ ენაზე თანმიმდევრული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

 

პროფ. ქეთევან ხუციშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებების პროფესორი და ევროპული კვლევების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი გახლავთ. პროფ. ხუციშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2003 წლიდან კითხულობს ლექციებს; 2016 წლიდან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით იგი გენდერისა და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. პროფ. ხუციშვილს ადამიანის უფლებებზე არასამთავრობო ორგანიზაციის ჭრილში მუშაობის გამოცდილება აქვს საქართველოს, ბალტიის სახელმწიფოების, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში. იგი ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს. ქეთევან ხუციშვილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის გაეროს ფონდის წევრი, ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე საექსპერტო ჯგუფის (GRETA) საკონტაქტო პირია საქართველოში და საქართველოსთან მიმართებით წევრის მოადგილე ECRI-ში. იგი ასევე საერთაშორისო სამართლის ამერიკის ასოციაციის წევრია.

 

პროფ. ბრიჯით არიმონდი  სამართლის კლინიკის პროფესორი და ადამიანის უფლებების ცენტრის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი გახლავთ ნორსვესტერნ უნივერსიტეტის პრიცკერის სამართლის სკოლაში (ჩიკაგო, ილინოისის შტატი, აშშ). პროფ. არიმონდი კლინიკური იურიდიული განათლების პროგრამებსა და ადამიანის უფლებების სწავლებაში 2003 წლიდან არის ჩართული. აკადემიურ სფეროში საქმიანობის დაწყებამდე, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი აშშ ეროვნულ სასამართლოებში სამოქალაქო უფლებების სფეროში ადვოკატად მუშაობდა. მისი იურიდიული პრაქტიკა მოიცავდა რასობრივ და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებს. პროფესორი არიმონდი საერთაშორისო სამართლის ამერიკის ასოციაციის წევრია.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Women under 35 run Finland as world's youngest leader takes office

Finnish minister Sanna Marin, 34, to become world's youngest PM

Netherlands to force companies to have more women on boards

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker