Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ვინ არიან კატო მიქელაძის სახელობის პრემიის კანდიდატები

გიორგი გირკელიძე
კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2015-12-03

წელს, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გამარჯვებული ბათუმში გახდება ცნობილი. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, გამარჯვებული 2015 წლის 12 დეკემბერს გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდება.

კატო მიქელაძის პრემია "ქალთა ფონდი საქართველოში" მიერ არის დაარსებული და ის ყოველ წელს იმართება.

ასევე ცნობილი ხდება იმ კანდიდატების სახელი და გვარი, რომლებიც პრემიაზე არიან წარდგენილი.

თამუნა ბაგრატია, მანანა მებუკე,  ბაბუცა პატარაია, ლელა გაფრინდაშვილი, ელისო ამირეჯიბი, ანა არგანაშვილი, თამარ ბექაური, ხათუნა ბეჭვაია, მარინე ბჟალავა, ნათია გვიანიშვილი, ნინო ლეჟავა, თამარ მეარაყიშვილი, სედა მელკუმიანი, ქეთევანი მურუსიძე, ლია უკლება, რუსუდან ფხაკაძე, ლია ჯაყელი

კატო მიქელაძის სახელობის პრემია, პირველად, 2013 წელს გაიცა და მისი მფლობელი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე აღდგომელაშვილი გახდა.

კატო მიქელაძემ განათლება ევროპაში მიიღო. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ "ხმა ქართველი ქალისა".

2013 წლის 29 ნოემბრიდან, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ქალთა ფონდმა საქართველოში" კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემია დააწესა, რათა ხაზი გაესვას იმ მემკვიდრეობას, რომელიც ქართველ ფემინისტ ქალებს და უფლებადამცველებს გააჩნიათ. 2013 წლის პრემიის მფლობელი "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დამფუძნებელი ეკა აღდგომელაშვილი გახდა.



წყარო 

ტეგები: კატო მიქელაძის სახელობის პრემია ქალთა ფონდი საქართველოში

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker