Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საზოგადოება ბილიკი აცხადებს კონკურსს ვაკანსიაზე

კატეგორია: განცხადებები 
2015-09-17

საზოგადოება "ბილიკი", პროექტის: "ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში აცხადებს კონკურსს მცირე საოჯახო სახლში აღმზრდელების რეზერვის ვაკანსიაზე ქალაქ გორში არსებულ მცირე საოჯახო სახლში.

 

მცირე საოჯახო სახლი წარმოადგენს ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებას, რომლის მიზანია ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვები უზრუნველყოს მუდმივი ზრუნვით. ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ სახლში, სადაც მათზე ზრუნვას ახორციელებს 4 აღმზრდელი და 1 ლიდერი.

 

მცირე საოჯახო სახლში ცხოვრობს 6-დან 18 წლამდე ასაკის 10 ბავშვი. სახლი ზრუნავს ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდასა და განვითარებაზე. ასევე, იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას საზოგადოებაში. აღმზრდელები 24 საათის განმავლობაში (მცოცავი გრაფიკი) ზრუნავენ ბავშვებზე.

 

ზრუნვის პროცესში აღმზრდელების ძირითად მოვალეობებს წარმოადგენს:

 

** ბავშვისათვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნა
** ბავშვის ღირსების, საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა
** ბავშვის ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა
** ბავშვზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად;

 

კანდიდატები ვაკანსიაზე აღმზრდელი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:

 

** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** კარგი ორგანიზაციული, ხელმძღვანელობის, დროის მართვის, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები
** კარგი კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაწყვეტის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** იმუშაოს მცოცავი გრაფიკით
** მოტივაცია დაიცვას ბავშვთა უფლებები

 

სააპლიკაციო ფორმა გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე.

 

ელ.ფოსტა societybiliki@gmail.com და "subject" - ში მიუთითეთ "აღმზრდელის ვაკანსია" ასევე გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ასევე არ განიხილება წინა ეტაპებზე კონკურსში მონაწილე პირების განაცხადი.

 

აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი 2015 წელი.

 

 

წყარო 

ტეგები: საზოგადოება ბილიკი მცირე საოჯახო სახლი აღმზრდელი ვაკანსია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker