Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საკრებულოს გუნდი ქალთა ინტეგრირებული ტურნირის თასის მფლობელი გახდა

კატეგორია: სპორტი 
2015-08-10

როგორც "ინტერპრენსიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს გუნდმა ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში ,,თანადგომა 2015" პირველი ადგილი მოიპოვა.

 

შეჯიბრი სპორტის ოთხ სახეობაში - ბილიარდში, მაგიდის ჩოგბურთში, პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლასა და ჭადრაკში მოეწყო.
საკრებულოს ინფორმაციით, ტურნირი 21 ივლისს გაიხსნა და მასში დედაქალაქის საკრებულოს აპარატის ათი თანამშრომელი, ასევე კასპის გამგეობის, რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონები იღებდნენ მონაწილეობას.

 

დაჯილდოების ცერემონიალი ჭადრაკის სასახლეში გაიმართა. პრიზიორ გუნდებს სამახსოვრო თასები, ცალკეულ სახეობებში გამრჯვებულ ქალბატონებს კი მედლები და სიგელები გადაეცათ.

 

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი ჟორჟოლიანმა დააჯილდოეს.

 

ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, თბილისის საკრებულოს, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერითა და სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრის ,,მომავალი" ორგანიზებით განხორციელდა.

 

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება სპორტის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა აქტივობის ამაღლებას ისახავს მიზად.
,,ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბარიერები არ არსებობს", - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ და აღნიშნა, რომ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთი სახის ღონისძიებებს.


წყარო 

ტეგები: სპორტი საკრებულო ქალთა ინტეგრირებული ტურნირი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker