Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საგანგებო შეხვედრა ერგნეთში და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონო ინსტალაცია

სალომე მოდებაძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2015-07-21

20 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 10 ივლისს ე.წ. საზღვართან ბანერების აღმართვის შემდეგ შექმნილი სიტუაცია განიხილეს.

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის თქმით, ეს სწორედ ის ფორმატია, სადაც მსგავსი ტიპის საკითხები უნდა განიხილებოდეს. სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ინფორმაციით კი, ერგნეთში მიმდინარე სამშვიდობო შეხვედრებზე დღის წესრიგში მუდამ მთავარ ადგილზეა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხი.

 

როგორც ქართული და დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციების წარმოამდგენლები შეთანხმდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი მიწებიდან მოსავლის აღებისას არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ. მხარეები მზად არიან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

 

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ“, 10 ივლისს თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანსა და გორის რაიონის სოფელ წითელუბანში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონო ინსტალაციის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა წელს უკანასკნელად შეძლებს მოსავლის აღებას, რადგან ამიერიდან, მათ საკუთარი მიწის დამუშავების უფლება აღარ ექნებათ.

 

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის თქმით, წინასწარი მონაცემებით 100-ზე მეტი ოჯახის 60 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი ე.წ. საზღვრის მიღმა დარჩა.
 

გორში გამართულ შეხვედრას დაესწრო "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" დირექტორიც. ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვა ელენე რუსეცკაიამ, ადგილობრივ ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად 12 ივლისსაც გააპროტესტა სადაც,  ადგილზე ჩასულებმა აღნიშნეს, რომ „პროცესის შესაჩერებლად საქმოქალაქო სექტორის გააქტიურებაა აუცილებელი და ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად თითოეული მოქალაქე უნდა გამოვიდეს“.  საერთაშორისო საზოგადოებას კი მოუწოდეს, ჩართოს ყველა ქმედითი მექანიზმი საქართველოში მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად რათა შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთრების ხელყოფა და დევნა.

 

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი, ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმას პროვოკაციად აფასებს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

 

 

ტეგები: ე.წ საზღვრი ბანერები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker