Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

წიგნები ტყვიების ნაცვლად

სალომე მოდებაძე
კატეგორია: დევნილები 
2015-07-14

როცა 12 ივლისს, მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებთან, უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების რიგში მდგომი გულწასული ადამიანები სასწრაფოს მანქანებით გაჰყავდათ, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი პაკისტანელი მალალა იუსაფზაი სრულწლოვანი გახდა, ცენტრალური მაგისტრალიდან 450-იოდე მეტრში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტისსოფელ ხურვალეთში კი ათიოდე ჰექტარით მეტი მიწადავკარგეთ.

...ამბობენ,რომ ყველაფერს აქვს საზღვარი!

ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, ძირითადად, ახალ ამბებს ინტერნერტის საშუალებით ვიგებ. უფროსმა დამირეკა ხურვალეთიდან რამდენიმე წუთით ადრე და ამიტომ კიდევ უფრო მეტიინტერესით დაველოდე ექვსსაათიან გამოშვებას.

 

2008 წლის 8 აგვისტო ჩემი და ბევრი ჩემი თანატოლის ცხოვრებაში პირველი პირდაპირი ინტერვენციაა ომთან. დღესაც მახსოვს როგორ განვიცდიდი იმ დღეებს. ხალხით დაცარიელებულ ქუჩებს რომ ვხედავდი, მეც მინდოდა იარაღისთვის დამევლო ხელი და მესროლა... თუმცა, სკოლის დროსაც, სამხედროს გაკვეთილებზე, მიზანში სროლით არ გამოვირჩეოდი. მერე, ერთმა ბევრ ჭირვარამ გამოვლილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, ანდერძივით დამიბარა, არასოდეს აიღოო ხელში იარაღი იმიტომ რომ, მკვდარი ჟურნალისტი ცუდი ჟურნალისტია!

 

როცა გასულ წელს ერგნეთში, ე.წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან რამდენიმე ნაბიჯში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პირველად შევესწარი და ბეტონის კედელს მიღმა ერთად მოფრიალე რუსულ-ოსური დროშა დავინახე, ბრაზი მომერია. ამ ‘კედლის’ გარღვევა მომინდა, მაგრამ...

 

ეს ადამიანები, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდის ორ მხარეს სხედან წლებია ერთსა და იმავეზე თემებზე საუბრობენ, ოღონდ სხვადასხვა ენით. რამდენჯერ მსმენია, რომ ესა და ეს ოჯახი მავთულხლართებს მიღმა დარჩა, რომ ამა და ამ სოფელში ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება, რომ ადმინისტრაციული საზღვრის აქაიქ „მცოცავი ანექსიის“ ფაქტები დაფიქსირდა.

 

ვხედავთ როგორ იწევს ეს ვირტუალური საზღვარი აქეთ, ჩვენკენ, სიღრმეში და კიდევ რამდენიმე ათეული მეტრით ვშორდებით ჩვენებს. აი იმათ, საქართველოში მშვიდობისმოლოდინში რომ იძინებენ და თავს მავთულხლართებშმოვლებულ დე–ფატქო ტერიტორიაზე ათენდებათ.

 

სწორედ იმ დღეს, ერთ–ერთ ცენტრალურ არხზე ექვსაათიანი საინფორმაციო გამოშვებისგამო ვერ მოვითმინე და ჩემი ფეისბუქის გვერდზე დავპოსტე როგორ მრცხვენია, რომ საინფორმაციო გამოშვება ბილეთებზე ინფოთი იწყება მაშინ, როცა ისევ 'მცოცავი ანექსიის' წინაშე ვდგავართ ერი...

 

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა ამ თვის ბოლოს, 30 ივლისსაა ჩანიშნული. მანამდე კი პრაღაში, ე.წ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრაა დღის წესრიგში. ბორდერიზაციაზე საუბრობს დღეს ყველა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. იგეგმება მშვიდობიანი აქციები, რეაგირებას ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, თუმცა ერთმანეთში ბოლომდე მაინც ვერ ვთანხმდებით. ვერ ვთანხმდებით იმაში, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ოკუპანტთან; ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ ვინ გახსნა პირველად ცეცხლი ამ შვიდი წლის წინ მშვიდობიანი მოსახლეობის თავზე; ვერ ვთანხმდებით რა გზით დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები და ვერც იმაზე, როგორ დავუსვათ წერტილი ჩვენს ორგულობას.

 

მიზეზები კი გვაქვს ულევი, მაგრამ რაც უფრო გავა დრო, გაგვიჭირდება მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ქართველებთან თავის მართლება...

 

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე, ჩვენს ხელისუფლებას სჯერა, რომ სწორედ ევრო–ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება მოუღებს ბოლოს ამ ‘მცოცავ ანექსიას’.

 

"ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოსათვის დანიშნულ მატჩზე დასასწრები 22 ათასი ბილეთიც(მათ შორის 18, 35 და 75 ლარიანი) სრულად გაიყიდა. ჩვენი 20% ოკუპირებული მიწის ყოველი ახალი გოჯით გადმოწევის გამო კი, მხოლოდ შეშფოთება არ კმარა.

 

პ.ს.

„სალომე“ ძველ ებრაულად „მშვიდობას“ ნიშნავს.
მე არ ვარ მალალა, მაგრამ მჯერა, რომ სწორედ#booksnotbullets მოგვიტანს მშვიდობას.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker