Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ცემაში ბრალდებული დედამთილის განაჩენი

ნათია როყვა
კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2015-07-10

49 წლის ქალი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დამნაშავედ ცნო რძლის ცემაში. დაზარალებული ბრალდებულის შვილის ცოლია.
 


პროკურორმა ქეთევან ადამიამ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარე მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდის, სწორედ ამიტომ მოსამართლემ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებები არ გამოაქვეყნა. საქმეში ინახება ბრალდებულის, დაზარალებულისა და თვითმხილველების ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაზარალებულს ჩაუტარდა.


როგორც პროკურორმა თქვა, ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა: "შელაპარაკების დროს ბრალდებული ხელებით თმებში წვდა დაზარალებულს და თავისა და სახის არეში გაარტყა, რასაც მოჰყვა ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა".

 


აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება და ითვალისწინებს როგორც პატიმრობას, ასევე ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. ეს ბრალდებულს მოსამართლემაც განუმარტა.

 

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს: "არც მას დაუკლია ცემა, მაგრამ მე პოლიციაში წასვლა არც მიფიქრია, მაგას არ ვიკადრებდი, მან კი, როცა სისხლი წამოუვიდა, მოისვა მთელ სახეზე. ყელიდან ჯვარი ჩამომგლიჯა, ცქერას ხომ არ დავუწყებდი?".

 


საბოლოო სიტყვისთვის მოსამართლემ ბრალდებულს განუსაზღვრელი დრო მისცა, თუმცა ეს დრო ბრალდებულმა არ გამოიყენა: "არაფერი მაქვს სათქმელი".
ადგილზე თათბირით მოსამართლემ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

 


"მე ვერ გადავიხდი ამხელა ჯარიმას, კი ვმუშაობ, მაგრამ ახლა ბიულეტენზე ვიმყოფები. იქნებ მომისაჯოთ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ვიმუშავებ და ასე გამოვისყიდი“, - ითხოვა განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ ბრალდებულმა. მოსამართლემ მას განუმარტა, რომ ეს მისთვის დროულად, საბოლოო სიტყვის დროს უნდა ეთქვა. `ეს მინიმალური ჯარიმაა, რასაც კანონი ითვალისწინებს", - უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.
ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის. მუშაობს სანდასუფთავების სამსახურში. სასამართლო პროცესზე მას ადვოკატი არ ჰყოლია.

 

 

წყარო 

ტეგები: ოჯახში ძალადობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker