Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ცივი წყლის გემოთი შემონახული მოგონებები საქართველოზე

ქეთევან ნოზაძე, სალომე მოდებაძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2015-07-08

უკრაინელ ლუდმილა მორდოვინას ორჯერ შეეხო  საომარი მოქმედებები. მეორე მსოფლიო ომის დროს მისმა ოჯახმა საქართველოს შეაფარა თავი. იმ პერიოდს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს. ომი მას 2014 წელსაც შეეხო. ახლა უკვე სლავაიანსკის საომარი მოქმედებების დროს.


მიაჩნია, რომ სლავიანსკში არ არის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება, არავინ კითხულობს ვინ ხარ ეროვნებით. მისი ერთადერთი ტკივილია ნაწილებად დაშლილი უკრაინა და ის მძიმე დღეები, რომელიც მან სლავიანსკის მოსახლეობასთან ერთად სულ ცოტა ხნის წინ გადაიტანა.

 

სროლები სლავიანსკში შეწყდა, მაგრამ ქალაქი დანგრეულია, წარმოება - შეჩერებული. სამხედრო ქვედანაყოფებიც ისევ ადგილზეა მობილიზებული. სოციალური დახმარება შეუწყვიტეს მრავალშვილიან დედებს, განსაკუთრებული საჭიროების პირებსა და ომის ვეტერანებს. ასევე მიზერულია ხელფასებისა და პენსიის ოდენობა პროდუქტის ფასებთან შედარებით. ჰუმანიტარულ დახმარებას დევნილი ქალები და გოგონები იღებენ, რადგან კაცებს საომრად აგზავნიან, უნდათ მათ ეს თუ არა.

 

ლუდმილა მორდოვინას  ქართველებთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს. დაბადებული პიაწიგორსკში, მეორე მსოფლიო ომის შედეგად მშობლიურ ქალაქში გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ, მისი ოჯახი საქართველოში, საგარეჯოს რაიონში, ერთ–ერთმა ადგილობრივმა ოჯახმა შეიკედლა.

 

მოგვიანებით, თბილისში  უმაღლესში სასწავლებლად ჩამოვიდა. განათლება მეტალურგიულ ტექნიკუმში მიიღო. ლუდმილა ორი ინოვაციის ავტორია, მან მუყაოს წებო (ПВА) გარდაქმნა  ხის წებოდ, რაც იმ დროისთვის მასალის ეკონომიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი გახდა.

 


ლუდმილამ სწავლის დამთავრების შემდეგ რუსთავის მეტალურგიული ქარხნაში ღუმელის დანთების ორიგინალურ გზასაც მიაგნო, რითაც ხის რესურსის გამოყენება დაზოგა.

 

ახალგაზრდობაში ლუდმილა ისე სერიოუზულად იყო გატაცებული სპორტით, რომ საბჭოთა  კავშირის ფარგლებში მე-6 ადგილს იკავებდა ტანვარჯიშში საქართველოს სახელით.

 

15 წლის ასაკში  სამხრეთ კავკასიის  ტერიტორიის განაღმვის  ოპერაციებშიც იღებდა მონაწილეობას.

 

საქართველოსადმი სიყვარულის ნიშნად, ლუდმილამ შვილებს ნატალია და ნინო დაარქვა. 

 

62 წლის მერე ქალბატონი ლუდმილა ისევ ესტუმრა საქართველოს დედაქალაქს.

 

სწორედ სლავიანსკში გაატარა მან ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი, თუმცა ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების გამო, ახლა საცხოვრებლად შვილთან მოლდოვაში გადასვლა უწევს.

 

 


 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker