Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბოდიში, ახალგაზრდებო. მართლა არ მეგონა, თუ ამდენი იყავით. ამდენი და ასე კარგები...

კატეგორია: მოვლენები 
2015-06-15

ბუბა კუდავამ ემოციური პოსტი მიუძღვნა გუშინდელ მოვლენებს, რომლის მთავარი სათქმელიც იმ ახალგაზრდებისადმი გამოხატული მადლიერება იყო, რომლებიც გუშინ დაუღალავად და მუხლჩაუხრელად, უანგაროდ შრომობდნენ თბილისის ქუჩებში. ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

"დღეს ბევრი სათქმელი დამიგროვდა.

 

იმაზე, რომ ხალხი დაგვეღუპა. თან ბევრი. თან იმაზე, რომ ალბათ მეტის გადარჩენა შეიძლებოდა.

 

იმაზე, რომ არასოდეს მომწონს დიდი ჩარევები ბუნებაში და არც მდინარე ვერეს გვირაბში მოქცევა მიმაჩნდა სწორად.

 

იმაზე, რომ თუ ვერეს ხეობაზე არ გაიყვან ალტერნატიულ გზას, მე არ ვიცი, როგორ უნდა განიტვირთოს დასაცობებული თბილისი.

 

იმაზე, რომ გარემოს დაცვაც უნდა გვანაღვლებდეს და ქალაქის განვითარებაც.

 

იმაზე, რომ ამ ორი დიდი მიზნის ერთდროულად მიღწევა უპირველესად კომპეტენტურ სპეციალისტთა საქმეა და არა ნაირ-ნაირი პოლიტიკოსებისა.

 

იმაზე, რომ არ შეიძლება სტიქიური უბედურებების შეფასებისას უპირველესად პოლიტიკური მიზანი გვამოძრავებდეს – ვის ძველი, ვის კი ახალი ხელისუფლების კრიტიკა.

 

იმაზე, რომ „ახალი გზის“ აშენებამდე ისედაც იყო ვერე გვირაბებში მოქცეული (თამარაშვილის ქუჩისა და ვარაზისხევის ქვეშ) და ეს გვირაბები ისევე გაიჭედა, როგორც ახლები.

 

იმაზე, რომ არა გვაქვს არც ზოოპარკის და არც სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებების ევაკუაციის გაწერილი გეგმები – რომელი უბედურებისას რას ვაკეთებთ. ვინ, როგორ და რა საშუალებებით.

 

იმაზე, რომ მაშველები და მშრომელები მაგარი ხალხია და მართლა ბევრმა იღვაწა – პროფესიონალმა თუ ისე მოქალაქემ.

 

იმაზე, რომ დღეს ქუჩებს აშკარად აკლდა ხელმძღვანელობაც, ორგანიზებულობაც, ტექნიკაც...

 

თუმცა დღის მთავარი სათქმელი მაინც ეს ახალგაზრდობაა!

 

შემართული და ანთებული, არავისგან დარიგებული და უაღრესად შეგნებული, დაკუნთული თუ კაფანდარა, შარვლიანი თუ შორტებიანი, ბოტებიანი და ბოტასებიანი, აკურატულად მომუშავე თუ ტალახში ამოგანგლული...

 

თაობა, რომელიც რწმენას გაძლევს. გაძლევს და გიბრუნებს. დიდ რწმენას, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი მომავალი აქვს.

 

ბოდიში, ახალგაზრდებო. მართლა არ მეგონა, თუ ამდენი იყავით. ამდენი და ასე კარგები...

 

მადლობა, მადლობა...

 

 

წყარო 

ტეგები: ახალგაზრდები მადლიერება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker