Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საჭიროა თუ არა გენდერული კვოტები?

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2015-03-30

პოლიტიკაში გენდერული დისბალანსის დასაძლევად და ქალთა პოლიტიკური იზოლაციისგან თავის დასაცავად მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში მოისინჯა საარჩევნო კვოტების გამოყენების პრაქტიკა. კვოტები მრავალფეროვანია, როგორც კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული, ისე პოლიტიკური პარტიებისა თუ გაერთიანებების მიერ ნებაყოფლობით დაწესებუ ლი.

 

გენდერული კვოტირების მიმართ არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებებია იმ ქვეყნებშიც კი, რომელთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალები აქტიურად მონაწილეობენ; ამ საკითხებზე დისკუსია აქტუალურია თანამედროვე საქართველოშიც.

 

„ეისითიმ“ გადაწყვიტა ეკვლია,  თუ რა დამოკიდებულება აქვთ თბილისელებს გენდერული კვოტების დაწესებასთან დაკავშირებით და რესპონდენტებს ვკითხეთ, მიიჩნევენ თუ არა საჭიროდ ქალების მინიმალური რაოდენობის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრას, ანუ გენდერულ კვოტირებას სხვადასხვა დონეზე.

 

როგორც კვლევის მონაცემები ცხადყოფს, ათიდან ექვსი თბილისელი კვოტირების სისტემის მომხრეა ყველა დონეზე: პარლამენტში, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში და აღმასრულებელ თანამდებობებზეც. თუმცა, გენდერულ ჭრილში კვლევის შედეგების ანალიზმა  გამოავლინა, რომ კვოტირების პრინციპს მამაკაცების მხოლოდ ნახევარი (50%) უჭერს მხარს, მაშინ როცა ქალების უმრავლესობა (69%-66%-63% ზემოთ მოცემული გრაფიკის შესაბამისად) ყველა დონეზე კვოტირების მომხრეა.

 

ჩვენ ასევე დავინტერესდით, რას ფიქრობენ თბილისელები მსგავს პოზიციაზე მომუშავე ქალებისა და მამაკაცების შრომის თანაბრად ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ქალების, ასევე მამაკაცების უმრავლესობა (ქალი - 86%, კაცი - 73%, სულ - 80%) მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს ქალებისა და მამაკაცების შრომის თანაბარ ანაზღაურებას.

 

გენდერული თანასწორობის და ზოგადად, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით თბილისელები ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებენ, გენდერული ცნობიერების ამაღლების საკითხებში რიგით მეორე მნიშვნელობის ინსტიტუტად კი მედია სახელდება. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო საზოგადოების როლი გაცილებით უმნიშვნელოდ მიიჩნევა  და ის მეოთხე ადგილზეა მთავრობის, მედიისა და პარლამეტის შემდეგ: აღმასრულებელი ხელისუფლება - 31%, მედია - 28%, პარლამენტი - 16%, სამოქალაქო საზოგადოება - 12%, საერთაშორისო ორგანიზაციები - 4%.

 

გამოკითხვა ჩატარდა 416 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2015 წლის მარტში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

 

 

წყარო 

ტეგები: გენდერული კვოტირება გამოკითხვა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker