Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

CSW59/Beijing 20+: Kvinna till Kvinna პარტნიორებს შეხვდა

ქეთევან ნოზაძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2015-03-24

აქტივისტი ქალები სირიიდან, ლიბერიიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან და საქართველოდან, რომლებიც იბრძვიან ქალების უფლებებისთვის, ერთად შეიკრიბნენ გაეროს შვედეთის მისიაში. შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან 12 მარტს, ნიუ-იორკში, ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 59-ე სესიის პარალელურად გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ შვედური ფონდი ,,ქალები ქალებისთვის“ (KTK).

 

შეხვედრა გახსნა შვედეთის მინისტრმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ოსა რეგნერმა. მან ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის მუშაობა, ყურადღება გაამახვილა შეხვედრის მნიშვნელობაზე და მხარდაჭერა გამოუცხადა ქალთა უფლებების დამცველებს, რომლებიც განსაკუთრებულ აგრესიას განიცდიან, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად იბრძვიან.

 

შეხვედრას ესწრებოდა ქალთა საინფორმაციო ცენტრისა (WIC) და გენდერული საინფორმაციო სააგენტოს (GIA) წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე იმსჯელეს ქალთა ადამიანის უფლებების დამცველების (Femdefenders) მთავარ გამოწვევებზე და ხაზგასმით აღნიშნეს რეგიონში მუშაობისთვის მხარდაჭერის აუცილებლობა.

 

ამის შემდეგ, შვედური ფონდის ,,ქალები ქალებისთვის“ (KTK) გენერალურმა მდივანმა, ლენა აგმა, პარტნიორებს გააცნო ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაო ქალთა უფლებების დაცვის (WHRD) მიმართულებით.

 

მონაწილეებმა იხილეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ექვსი დღე“ (Six Days). ფილმში ასახულია სამი ქალის ისტორია, რომლებიც იბრძვიან ქალთა უფლებებისთვის თავიანთ რეგიონში.

 


ტეგები: CSW59/Beijing 20+ Kvinna till Kvinna ქალთა საინფორმაციო ცენტრი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

ინდოეთის პარლამენტში ქალებისთვის 33 % -იან კვოტას დააწესებენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker