Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სახელმძღვანელოები - გამოწვევა ეთნიკური უმცირესობების სასკოლო განათლებისთვის

ელენე ხაჭაპურიძე
კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2014-12-23

საგნობრივი სახელმძღვანელოების თარგმანის ხარისხი, ინტერკულტურული სწავლების თვალსაზრისით არსებული პრობლემები, ბილინგვური სახელმძღვანელოებით სწავლება, სწორედ ის საკითხებია, როემლიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს სასკოლო განათლების მიღებაში ხელს უშლის.


"შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის“ შესრულების მონიტორინგის შედეგად, რომელიც 2012 -2013 წლებს მოიცავს, განისაღვრა ის პრობლემები, რომელსაც ეთნიკური უმცირესობები განათლების მიღების თვალსაზრისით აწყედებიან. პრობლემები გაანალიზდა ყველა, სკოლამდელი განათლების, ზოგადი და უმაღლები განათლების დონეზე, თუმცა ამჯერად მხოლოდ სასკოლო განათლებას მიმოვიხილავთ.

 

2013 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში სულ 216 არაქართულენოვანი სკოლა და 305 არაქართულენოვანი სექტორი ფუნქციონირებს, ძირითადი პრობლემა, რომელიც მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღებაში ხელს უშლის, სასწავლო სახელმძღვანელოებს უკავშირდება.

 

მონიტორინგის პროცესში სახელმძღვანელოებთან და სასაწავლო გეგმებთან დაკავშირებით პრობლემები ოთხი მიმართულებით დაფიქსირდა.  ეს პრობლემები უკავშირდება საგნობრივი სახელმძღვანელოების თარგმნის ხარისხს. საგნობრივი, მათ შორის ქართული ენის სახელმძღვანელოებში ინტერკულტურული სწავლების თვალსაზრისით არსებული პრობლემებს, ბილინგვური სახელმძღვანელოების გამოყენების საკითხს და  ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოების არაეფექტურობას.

 

ეროვნულ უმცირესობათა ენებზე საგნობრივი სახელმძღვანელოების თარგმანის ხარისხი

 

მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი, რომელმაც აჩვენა, რომ სახელმძღვანელოების თარგმანის ხარისხი პრობლემურია.  მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 2012 წელს რედაქტირებისთვის სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს გადაეგზავნა, რედაქტირება-კორექტირებამ თარგმანის პრობლემას ვერ უშველა.

 

“ფოკუს-ჯგუფების აზრით, სახელმძღვანელოები არ არის რედაქტირებული, კორექტირებული და მათში ბევრი შეცდომაა გაპარული. ტოლერანტობის ცენტრმა მოიწვია ექსპერტები, რომლებმაც დიდი სამუშაო გასწიეს ტექსტების რედაქტირებისთვის, მაგრამ თარგმანის ხარისხი იმდნად დაბალი იყო, მხოლოდ რედაქტირება აშკარად არ იყო საკმარისი ”,-- ვკითხულობთ ანგარიშში.

 

ანგარიშის თანახმად, 2013 წელს რედაქტირების მოთხოვნით განათლების სამინისტროს ტოლერანტობის ცენტრისთვის აღარ მიუმართავს. სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კვლევაში წერია, რომ ახალი სახელმძღვანელოები არ უთარგმნიათ. მეტიც, რამდენიმე სახელმძღვანელო საერთოდ არ თარგმნილა, რის გამოც ხელოვნების და ბიოლოგიის სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე მიაწოდეს არაქართულენოვან სკოლებს.

 

ინტერკულტურული სწავლების პრობლემა

 

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საგნობრივი სახელმძღვანელოები პრობლემურია ინტერკულტურული სწავლების თვალსაზრისით. ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმძღვანელო არ ასახავს საქართველოში არსებულ ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას.

 

“სახელმძღვანელოში წარმოდგენილი საკუთარი სახელები მხოლოდ ქართული ეთნიკური ჯგუფისთვის დამახასიათებელი სახელებია. ილუსტრაციებიც და თემატიკაც მხოლოდ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას უკავშირდება, ეთნიკურად განსხვავებული გმირები თითქმის არ არიან წარმოდგენილი”,- ვკითხულობთ კვლევაში.

 

ამ პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზი სახელმძღვანელოების გრიფირების წესში შეტანილი ცვლილებებია. 2010 წლიდან გრიფირების წესის ბრძანებიდან ამოიღეს პუნქტი, რომლის თანახმადაც, სახელმძღვანელოებოს შინაარსი ითვალისწინებდა - რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვლინების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქრთველოს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას.

 

განათლების სამინისტროს 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანებაში ეს მოთხოვნა საერთოდ გაუქმებულია, ხოლო ახალი ბრძანება ზოგადი განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სახელმძღვანელოების შესაბამის ფორმატში მოყვანასთან დაკავშირებით მხოლოდ ირიბად მიუთითებს ამ მოთხოვნაზე:

 

“ამ ეტაპზე თავად სამინისტროში ვერ ჩამოყალიბდნენ ამ მიმართულებით კონცეპტუალურ მიდგომაზე, რის გამოც სახელმძღვანელოებში ინტერკულტურული და ინტერრელიგიური საკითხების ასახვა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება”,- ვკითხულობთ ანგარიშში.


ბილინგვური სახელმძღვანელოების გამოყენების საკითხი

 

2007 წლიდან განათლების სამინისტრო არაქართულენოვან სკოლებს უმცირესობათა მშობლიურ ენებზე - სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე ნათარგმნი სახელმძღვანელობით და სასწავლო გეგმებით უზრუნველყოფდა, 2010 წლიდან კი სახელმძღვანელოების სრულად თარგმნის ნაცვლად ე.წ. ბილინგვური სახელმძღვანელობის თარგმნა გადაწყდა, რის შედეგადაც სახელმძღვანელოს 70 % ითარგმნებოდა უმცირესობათა ენებზე, ხოლო 30 % მოსწავლეებს ქართულ ენაზე მიეწოდებოდა.

 

2012 წელს სახელმძღვანელოებისადმი მიდგომა კვლავ შეიცვალა, ტექსტის 70% კვლავ ითარგმნებოდა, თუმცა თარგმანი მოსწავლეს შერეული სახით მიეწოდებოდა, ერთი აბზაცი სახელმწიფო ენაზე, ორი აბზაცი კი- ან სომხურ, ან აზერბაიჯანულ ენაზე.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ მასწავლებლების აზრით, არაქართულენოვან სკოლებში არც მასწავლებლები და არც მოსწავლეები ორენოვანი სახელმძღვანელოებით სწავლებისთვის მზად არ არიან, მათი შენიშვნები კი სწორედ 2012 წლის შემდეგ ამოქმედებულ მოდელს უკავშირდება:

 

“წინა წლებშიც არსებობდა უკმაყოფილება ორენოვანი სახელმძღვანელოების მიმართ, მაგრამ იმას კიდევ რა უჭირდა. იმ 30% -ის გარდა, რომელიც ქართულად იყო სახელმძღვანელოებში, წიგნის ძირითადი ნაწილი ნათარგმნი იყო და უხარისხო ნათარგმნის მიუხედავად, მოსწავლეებს და მასწავლებლებსაც ესმოდათ.. ამ ახალმა პრინციპმა სწავლების ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა. ახლა ძალიან ჭირს ერთი პარაგრაფის ფარგლებში ენების მონაცვლეობის შეგუება და “გადართვა” ერთი ენიდან მეორეზე, მაშინ, როცა არათუ საგნობრივი მასწავლებელი, არამედ ქართული ენის ადგილობრივი მასწავლებლების მცირე ნაწილიც ვერ ფლობს სახელმწიფო ენას”,- აცხადებენ ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები.

 

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ განათლების სამინისტრომ კონკრეტული გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშავოს ბილინგვური განათლების დანერგვის მიზნით. ამას გარდა მნიშვნელოვანია მშობლებისა და თემის ჩართულობის მექანიზმების შემუშავება ბილინგვური განათლების რეფორმის პროცესში. მათ შორის, სახელმწიფო ენის კურსებით მშობლების უზრუნველყოფა  “ენის სახლების” ფარგლებში.  კიდევ ერთი რეკომენდაცია უკავშირდება ბილინგვური განათლების პროგრამების დასაგეგმად სკოლის მეთოდურ, საკადრო და ფინანსური რესურსით უზურნველყოფას.

 

ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოების არაეფექტურობა

 

ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოს შინაარსის პრობლემები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ანგარიშის თანახმად, ტექსტების უმეტესობა მშრალ, მეტ-ნაკლებად აკადემიურ ენაზეა გადმოცემული. ის ნაკლებად მიესადაგება სამიზნე ჯგუფის ინტერესებს, მათ ყოველდღირობას და რეალობას დაშორებულია.  რაც შეეხება მხატვრულ ტექსტებს, ანგარიშის ავტორებისთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ეს თუ ის ტექსტი, რომელი უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული და სხვა.

 

“სახელმძღვანელოში მოცემულია მეტწილად ასაკისთვის საკმაოდ არაადეკვატური ლექსიკური მარაგი, გრამატიკული ფორმები. მაგრამ აღნიშნული არ ვრცელდება სახელმძღვანელოში შეტანილ ყველა თემაზე. ზოგიერთი  თემა და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია და ლექსიკა აშკარად ზედმეტია და ნაადრევი მოცემულ ეტაპზე”- ვკითხულობთ კვლევაში.

 

ქართული ენის სახელმძღვანელოებს თან ახლავს აუდიო-დისკები, რომელიც ანგარიშის მიხედვით პოზიტიურადაა შეფასებული, თუმცა პრობლემებს აქაც ვაწყდებით. ანგარიშის ავტორების აზრით, აუდიომასალა ზედმეტადაა ინტეგრირებული სახელმძღვანელოსთან.

 

“ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის  რეგიონების სკოლათა უმავლესობას არ აქვს საშუალება სრულფასოვნად გამოიყენოს აუდიოდისკები ტექნიკური პრობლემების გამო. მოსასმენი მასალები მჭიდროდაა ინტეგრირებული სხვა ტიპის დავალებებთან, რაც აუდიომასალასთან ყოველდღიურ წვდომას მოითხოვს, ეს კი შეუძლებელია”.

 

ამას გარდა მასწავლებლებსაც აქვთ ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილების ნაკლებობა და მათი უმეტესი ნაწილი აუდიომასალასთან მუშაობის სტრატეგიას ვერ ფლობს. 

 

“შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის“ შესრულების მონიტორინგი სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ უზრუნველყო. მონიტორინგის პროცესში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია, მოეწყო შეხვედრები და ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული უმცირესობების პრაქტიკულად ყველა თემის ლიდერებთან.


შეხვედრები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და სოფლებში. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სულ 140-ზე მეტი შეხვედრა მოაწყვეს. მონიტორინგის ჯგუფი დაკომპლექტებული იყო მოწვეული ექსპერტისა და საბჭოს მიერ წევრების მიერ. საბჭოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა ოთხი სამუშაო ჯგუფი. განათლების და სახელმწიფო ენის საკითხებზე ეთერ თოფჩიაშვილმა  (ებრაელ ქალთა საზოგადოება “ეც ხაიმი”), სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი აღმასრულებელმა დირექტორმა ზაურ ხალილოვმა და მოწვეულმა ექსპერტმა კახა გაბუნიამ იმუშავეს.

 

წყარო 

ტეგები: ანგარიში სახელმძღვანელო საქართველო ეთნიკური უმცირესობები რელიგიური

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

პირველად ბელგიის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker