Категория: Анонсы  2014-11-03
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა საინფორმაციო ცენტრი" აცხადებენ პოსტერების კონკურსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
საკონკურსო ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით 2014 წლის 1 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანატში.
კონკურსის ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან აკადემიის პროფესორები და ცენტრის წარმომადგენლები, შეარჩევს 2 გამარჯვებულ ნამუშევარს. გამარჯვებულ ნამუშევრებს "ქალთა საინფორმაციო ცენტრი" დაბეჭდავს და შემდგომში გამოიყენებს საკუთარი აქტივობების განხორციელებისას, ხოლო მათ ავტორებს დააჯილდოებს.
საკონტაქტო პირი - ანა მიქელაძე ტელ.:599 222 012 ელფოსტა: anamikeladze@hotmail.com |