Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საინფორმაციო კამპანია ,,ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში“

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2014-05-16

პარლამენტში, ორგანიზაციამ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ საინფორმაციო კამპანია ,,ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში“ ფარგლებში მიმართვა გაავრცელა, რომელიც არჩევნების დროს ქალი კანდიდატების მიმართ დამოკიდებულებას ეხება. მიმართვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და დეპუტატები შეურთდნენ. განცხადებაში ჟურნალისტები მოუწოდებენ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელისუფლებას, საკრებულოს წევრობის, მერობის, გამგებლობის კანდიდატებს, მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ არჩევნების დროს ქალი კანდიდატების მიმართ, რათა არ მოხდეს საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა სქესის ნიშნით ან სხვა რაიმე ტიპის დისკრიმინაცია და უფლებების შელახვა, საჯარო გამოსვლებში თუ მედია საშუალებებში შეურაცხმყოფელი გამონათქვამების და სექსისტური ენის გამოყენება.
პარლამენტში შეკრებილ ჟურნალისტებს სიტყვით მანანა კობახიძემ მიმართა. ,,პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში სრულად იყოს დაცული კანდიდატების უფლებები და ძალადობრივი გარემო გამოირიცხოს და ჩვენ ეს უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ გარემო იყოს სამართლიანი და ამ გარემოში განსაკუთრებით დაცული იყოს სწორედ ქალი კანდიდატების უფლებები, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში სწორედ ქალბატონები შეიძლება გახდნენ სამიზნე როგორც ძალადობის, ასევე სექსისტური გამონათქვამის, გარკვეული ღირსების შემლახველი ქმედების. ამიტომ, ჩვენ, პირველ რიგში, ქალ დეპუტატებს გვაქვს სრული სოლიდარობა ქალი კანდიდატების მიმართ, იმიტომ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, განსაკუთრებით, მაჟორიტარმა კანდიდატებმა. გარანტია იმისა, რომ ის რაც ჩვენ გამოვიარეთ აღარ განმეორდება, არის ის ცვლილებები, რაც ქვეყანაში ხორციელდება. ჟურნალისტებს განსაკუთრებული როლი გაქვთ. თქვენ ხართ მონიტორები, თქვენ უნდა გააშუქოთ ეს პროცესები მიუკერძოებლად და ობიექტურად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორგანიზაციის წევრები სწორედ ასეთი ჟურნალისტები არიან - პროფესიონალები და კვალიფიციურები, რომლებიც საარჩევნო პროცესს გააშუქებენ აბსოლუტურად მიუკერძოებლად და განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ქალი კანდიდატების კამპანიის მიმართ გამოიჩენენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პარლამენტის შენობასთან გაიხსნა ,,თანასწორობის ხეივანი“, სადაც ჟურნალისტებმა, პარლამენტის წევრებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 50 ხე დარგეს, რაც სიმბოლურად უკავშირდება ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სასურველ პროცენტს.


 

წყარო 

ტეგები: პარლამენტი ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის საინფორმაციო კამპანია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker